fbpx

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მოსანახულებლად ქედას ეწვია

20 მაისი, 2021. ქედა, აჭარა – ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ოთხწლიანი პროექტის „ქედა ლიდერის“, რომელსაც ახორციელებდა CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შედეგების გასაცნობად აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების პროექტს „ქედა ლიდერს“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 2017 წლიდან ახორციელებს. აღნიშული პროექტით ქედაში შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თემების მობილიზება და სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, აჭარის მაღალმთიანეთში ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. პროექტების ძირითადი შედეგი ქედის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ჩამოყალიბებაა. ქედა LAG-მა მოახდინა ადგილობრივი თემების მობილიზება, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების გაერთიანება და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება, ადგილობრივი პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ევროკავშირმა LAG-ის მეშვეობით მხარი დაუჭირა სოფლის განვითარების 97 ინიციატივას და მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყო 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ინიციატივები ეხმარება ადგილობრივად მეწარმეობის განვითარებას და სხვადასხვა სფეროში ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის დივერსიფიკაციას, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, მუნიციპალური სერვისები და სხვა.

„ქედა ლიდერის” პროექტმა წარმატებით შეუწყო ხელი სოფლის ინკლუზიურ განვითარებას და სოფლის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ინოვაციური მიდგომების ინტეგრირების გზით, რამაც დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები შექმნა. პროექტმა ხელი შეუწყო ქედაში 90-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსა და მეწარმეს, რომლებიც უკვე წარმატებით ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და რესურსების მართვის პრაქტიკის დანერგვას, ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებულ მართვის განვითარებას, ეკოტურიზმს, აგროტურიზმს, ახალგაზრდა თაობის გაძლიერებას, და, ზოგადად, გარემოსდაცვით მიმართულებებს,” აღნიშნა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი ჰარცელი ქედა LAG-ის წევრებს შეხვდა და მათთან ერთად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ექვსი ინიციატივა მოინახულა:

მშრალი ხილის საწარმო „კერკი“, რომელიც სრული დატვირთვით 2021 წელს ამუშავდა და გადამუშავებული ნედლეულისგან სხვადასხვა სახის მშრალ პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ჩირს, ტყლაპს, ცუკატს, კაკლოვანსა და ჩურჩხელას. საწარმო განახლებადი ენერგორესურსებით იმუშავებს და ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. სამუშაო პროცესში გამოიყენება მზის და გეოთერმული ენერგია. ხილის შრობის პროცესში კი ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იქნება ბიომასა. “ქედა ლიდერის” ხელშეწყობით, მოეწყო შენობა, რომელიც მომზადდა წარმოებისთვის და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. ბენეფიციარმა შეძლო შეეძინა დანადგარები, სადისტრიბუციო ტრანსპორტი და სხვა საჭირო რესურსი.

საოჯახო სასტუმრო, მარანი და მეურნეობა „შატო ივერი”, რომელიც ტურისტებს მიმზიდველ ეთნოგრაფიულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვან ტურისტულ სერვისებით ემსახურება, მათ შორის სტუმრების განთავსება, კვება, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი სამზარეულო, ხალხური შემოქმედება და რეწვის გაცნობა. „ქედა ლიდერის“ მხარდაჭერით, ბერიძეებმა მაღალი კლასის ეთნოსტილის სასტუმროს მოწყობა შეძლეს. სასტუმროს დაფუძნებამ და საერთაშორისო სტანდარტის დანერგვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზაციასა და მუნიციპალიტეტის ცნობადობის სწრაფ ზრდაზე.

ლაქშერი კემპინგი „ჰილ ინნ“, რომლის განხორციელებით, აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარების ინოვაციურ მიდგომებს ჩაეყარა საფუძველი. სასტუმროში ხელმისაწვდომია კინოთეატრი, მცირე ბიბლიოთეკა, სპა-ჯაკუზი, საუნა და სხვა სერვისები. მდებარეობიდან გამომდინარე, „ჰილ ინნ“ ყველა სეზონზე აქტუალურია. პროექტის ფარგლებში, დავით არძენაძის 5,000კვ.მ მიწის ნაკვეთზე შეიქმნა ლაქშერი კემპინგ სივრცე, ბუნების გამორჩეული ხედებით. განთავსდა ორი, ერთმანეთისგან იზოლირებული, გლემპინგ-კონსტრუქცია. სასტუმროს ინტერიერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. დამონტაჟდა მზის ბატარეები, ხოლო ნომრები სტუმრის კომფორტისათვის საჭირო ყველა რესურსით აღიჭურვა.

დაბა ქედის საჯარო სკოლა – პროექტი „ქედა ლიდერი“ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლას მოსწავლეებისთვის განახლებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში დაეხმარა, რაც ბავშვების შემოქმედებითი და ლიდერული უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სკოლაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე, მოსწავლისთვის საჭირო ყველა ციფრული ტექნოლოგიითა და შესაბამისი ავეჯით აღჭურვილი მოდერნიზებული ოთახი, სადაც მათ იდეებისა და აზრების გენერირების, გუნდური მუშაობის ათვისების, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მრავალი სასიკეთო, საგანმანათლებლო-კულტურული პროექტის განხორციელების საშუალება მიეცათ. უკვე გამოყოფილ ფართში შეიქმნა შესაბამისი დიზაინი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ოთახი აღიჭურვა ყველა საჭირო საოფისე ავეჯითა და ძირითადი ტექნიკური საშუალებით. დამატებით სკოლაში მოეწყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები.

ვეტერინარული კლინიკა, რომელიც პროექტის „ქედა ლიდერი“ ხელშეწყობით, ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრმა“ მუნიციპალიტეტის მეცხოველე ფერმერებისთვის მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და სხვა პირუტყვის ვეტერინარულ-სანიტარული და ზოოჰიგიენური მომსახურების მიზნით, ვეტერინარული კლინიკა გახსნა. კლინიკა სრულადაა აღჭურვილი საჭირო მედიკამენტებით, დანადგარებითა ოპერაციების ჩატარებისათვის საჭირო ინვენტარით, ასევე, ფუნქციონირებს ვეტ-ლაბორატორიები. კლინიკა საშუალოდ 26000-დან 36000-მდე პირუტყვს და შესაბამისად, ქედის რაიონის 18 000 მაცხოვრებელს ემსახურება.

შერვაშიძეების მარანი, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, სოფელ პირველ მაისში მდებარეობს. აქ ტურისტებს მასპინძლობენ ნალიის ტიპის კოტეჯებში, საიდანაც სტუმრებს ბუნების მიმზიდველი ხედებით შეუძლიათ დატკბნენ. ყოველ კოტეჯს საკუთარი აბაზანა და აივანი აქვს. შერვაშიძეების მარნის სტუმრებს ღვინის დეგუსტაციისა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. სასტუმრო ვიზიტორებს 1 ან 2-დღიან ტურებს სთავაზობს X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად. ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ, ექსტრემალური სპორტითა და ზიპლაინითაც დაკავდნენ. განსაკუთრებული ბუნებითა და მშვიდი გარემოთი გამორჩეული მარანი 2006 წელს გაიხსნა და ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ნალიის ტიპის 4 კოტეჯი. ალექსანდრე შერვაშიძე, გამოცდილი მეწარმე, ადგილობრივი კულტურისა და ისტორიის ღრმა მცოდნეა და ხშირად, თავად უძღვება ტურებს.

პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

ვროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www.eu4georgia.ge/enpard. ხოლო, მეტი ინფორმაციისთვის ქედის LAG-ის შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.kedalag.ge

საკონტაქტო პირი:

თამარ ხუნწარია, ევროკავშირის ეკონომიკური განვითარების პროგრამების საინფორმაციო ხელმძღვანელი, tamar@commwithus.eu, 595 989916
ნანა თაკვარელია, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN, nana.takvarelia@cenn.org , 599 087703

189762141_3930078223774322_7372507578008640084_n (1) 189578505_3930081623773982_304307849168868209_n 189807284_3930080250440786_865726799675430446_n 186865888_3930078190440992_4203223037704998674_n

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :