გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო | |
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი | გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, მათ შორის – საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნარჩენების მართვისა და ქიმიური უსაფრთხოების, გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი. |
გარემოს ეროვნული სააგენტო | წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა, გეოლოგიურ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ, ასევე მიწის რესურსების სახელმწიფო ფონდში საინფორმაციო ფონდის შექმნა და მართვა, ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლება. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემისა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია. |
მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახური | მიწის რესურსებისა და წიაღის მდგრადი მართვისა და მიზნობრივი გამოყენების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა, დაბინძურებული მიწების მონაცემთა ბაზის შექმნა და დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში მონაწილეობა, დაბინძურების შეფასების სისტემის ჩამოყალიბება, წიაღისეულის ჯგუფების განსაზღვრაში მონაწილეობა, წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემის შეთანხმებაში მონაწილეობა. |
მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია |
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ევალება სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობის და გაზის) მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა. |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | |
სსიპ “გრიგოლ
წულუკიძის სამთო ინსტიტუტი” |
სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების მაღალმწარმოებლური, უსაფრთხო ტექნოლოგიების დამუშავება; კარიერის ფერდების მდგრადობის კვლევა; ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, სამრეწველო ფეთქებადი ნივთიერებების შექმნა და საამფეთქებლო სამუშაოების ტექნოლოგიების სრულყოფა; მასიური აფეთქებით გამოწვეული სეისმური ეფექტის კვლევა და საინჟინრო ნაგე-ბობებზე მისი ზემოქმედების შემცირების ხერხების შემუშავება; აგრეთვე, ბურღვა –აფეთქებითი სამუშაოების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება; აფეთქებით ლითონების დამუშავება; ადამიანებისა და სამთო ობიექტების აფეთქების ზემოქმედებისაგან დაცვის სისტემების შემუშავება; ქანებისა და საშენი მასალების თვისებების მახასიათებელთა დადგენა და ხარისხის კონტროლი; ახალი ბგერაჩამხშობი და დაბალი თბოგამტარობის მქონე ხელოვნური სამშენებლო მასალების ტექნოლოგიების შემუშავება; მადანთა და მათი გამდიდრების პროდუქტების ქიმიური ანალიზი; წყლისა და ნიადაგის ანალიზი (მიკრობიოლოგიურის გარდა); მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიური ტესტირება გამდიდრების მექანიკური (გრავიტაცია, მაგნიტური და ელექტროსტატიკური სეპარაცია, ფლოტაცია) და ქიმიური (ჰიდრომეტალურგია) მეთოდებით, საბადოს ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით; სამთო მრეწველობის ეკოლოგიური პრობლემები. |
ენერგეტიკის სამინისტრო | |
ნავთობისა და გაზის
სახელმწიფო სააგენტო |
საინვესტიციო ფართობის შერჩევა და ინვესტორთან ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სატენდერო პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა. სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება. |
бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :