რა არის სოციალური და მწვანე მეწარმეობა
XXI საუკუნეში აქტიურად შეხვდებით ტერმინებს, როგორებიცაა სოციალური და მწვანე მეწარმეობა. და მაინც, რას ნიშნავს ეს და რა დანიშნულება აქვს სოციალურ და მწვანე მეწარმეობას? რატომ უნდა გავხდეთ მეწარმეები ამ განხრით? რას გვიქადის სოციალური და მწვანე მეწარმეობა? როგორ და რითი დავიწყოთ სოციალური და მწვანე მეწარმეობა?
სოციალური მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკს საზოგადოების სასარგებლოდ. მათ სურთ ინოვაციური მიდგომებით გადაწყვიტონ ურთულესი სოციალური პრობლემები. გადაწყვეტისას ისინი მიმართავენ ინოვაციურ მიდგომებს და სარგებელს ახმარებენ სოციალური მიზნებეს. მეწარმეები, იწყებენ საქმიანობას მხოლოდ იდეით.
სოციალური მეწარმეობა:
სოციალური მეწარმეობა აქტუალური გახდა ბოლო წლებში, სადაც ვხედავთ და ვხვდებით უამრავ სოციალურ მეწარმეს. ფართო განმარტებით იგი მოიცავს სფეროს, სადაც იქნება ფინანსურად ორგანიზებული და ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე. ესენია:
– გააჩნდეს სოციალურად ორიენტირებული მიზანი;
– შემოიფარგლებოდეს სოციალური აქტივობებით, როგორებიცაა: შშმ პირების დახმარება, უფლება შეზღუდულ ადამინათა ადვოკატირება, ადმიანთა ინფორმირება და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა;
– სოციალური მეწარმეობა აუცილებელია შემოიფარგლებოდეს ადამიანთა აქტიური ჩართულობით (როგორც შიდა დასაქმებულები, ასევე მოხალისეები);
– ჰქონდეს ფინანსური ბიუჯეტი მკაფიოდ გაწერილი და ყველა ხარჯი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი, საჯაროდ.
მწვანე მეწარმეობა
მწვანე მეწარმეობა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სამყაროში წარმოიშვა გარემო სირთულეები, როგორებიცაა: დაბინძურება, ტყის გაჩეხვა, სასმელი წყლის შემცირება და ა.შ. მაშასადამე, მწვანე მეწარმეობა ცდილობს აღმოფხვრას გარემოსთან დააკვაშირებული პრობელმები, როგორებიცაა წყლის დაზოგვა/დაბინძურება, ნახშირორჟანგის შემცირება და ა.შ. წყარო
შექმენი ცვლილება, რომლისკენაც შენ ისწრაფვი, იყავი ეკო-მეწარმე და დაიწყე შენი საოცნებო ბიზნესი. ჯონ ივანკო
საერთაშორისო მწვანე მეწარმეობის მაგალთები:
სტარბაქსი – ადგილი, სადაც კომპანიიის მწვანე პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და შედეგად შეიქმნა გარემოზე ადაპტირბეული ქარხანა.
წყლის დაზოგვის პროექტი ისარელში – ბუნებრივი წყლების მეშვეობით შეიქმნა სრულიად ბუნებრივი ქარხანა-ავზი, რომელიც ალტერნატიული მასლაა მიწების დეგრადაციის საბრძოლველად,
რასაც გავაკეთებთ დღეს ადამიანებისა და ბუნების მიმართ, იგივეს მივიღებთ ჩვენ! მაჰათმა განდი
ასე, რომ არ დაგავიწყდეს, შენი სოციალური და მწვანე მეწარმეობის მისწრაფებები. დაიწყე დღესვე და შექმენი ხვალ!