fbpx

ტრენინგები ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის

CENN – ის ორგანიზებით 10-11 ნოემბერს მწვანე ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრეინინგი თემაზე – ,,მასმედიის როლი გარემოსდაცვითი პოლიტიკის მომზადებასა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში“. ტრენინგი მიეძღვნა საქართველოში სამთო–მოპოვებითი მრეწველობის ფუნქციონირების შედეგად მოსალოდნელ გარემოსდაცვით რისკებთან და ეკონომიკურ სარგებლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტრენინგზე, კასპის მუნიციპალიტეტის საცემენტე კირქვის ღია კარიერული წესით მოპოვებისა და ცემენტის ქარხნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების მაგალითზე მასმედიის წარმომადგენლებს გააცნეს სამთო–მოპოვებითი მრეწველობის ფუნქციონირების უარყოფითი გავლენა საქართველოს ბუნებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე. ტრენინგზე წარმოდგენილი იყო კანონპროექტის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული ახალი რეგულაციები – გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებები. ასევე, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და სამთო–მოპოვებით სექტორში სახელმწიფოს მონიტორინგის სისტემის საკითხები. ტრეინინგის ფარგლებში ჩატარდა მედია ტური სამთო – მოპოვებითი მრეწველობით დაზარალებულ კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც მონაწილეებმა ადგილზე მოინახულეს საცემენტე კირქვის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად დაზიანებული ტერიტორიები, გაესაუბრნენ დაზარალებულ სოფლებში ადგილობრივი თემის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ინიციატივა განხორციელდება CENN – ის რეგიონული პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World – ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

15025401_1144102569002264_3905355694367860980_o   15025503_1144102902335564_9070679770646859328_o

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :