fbpx

ტყიბულელი ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ - ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივები

ხატვის აქცია იქნება თუ სკოლებში კლიმატის ცვლილებაზე საუბარი – აშკარაა, რომ იმერეთის რეგიონის ახალგაზრდები განსაკუთრებული გარემოსდაცვითი აქტივიზმით გამოირჩევიან.

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი” და „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ კი არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონში ამ ინიციატივებს უდგანან სათავეში.

მათი ორგანიზებით, ტყიბულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ცარცით ხატვის აქცია გამართეს,  ხატვის პარალელურად კი გაეცნენ შემეცნებით ისტორიებს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტურობისა და სხვა საკითხების შესახებ.

იმისათვის, რომ მსგავს ინიციატივებს განგრძობითი  სახე ჰქონდეს, ორგანიზატორებმა ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც  ქ. ტყიბულის საჯარო სკოლებში კლიმატის ცვლილებასა და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით შეხვედრებს ატარებს და თანატოლებს გლობალური დათბობისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ესაუბრება.

ახალგაზრდული ინიციატივები ევროკავშირისა და CENN-ის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში ხორციელდება. საგრანტო კონკურსი CENN-ის მიმდინარე პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP):სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში ” მიერ გამოცხადდა, რომელსაც ის პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF, ACU, YPU და RLS-ADA ერთად ახორციელებს.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :