? ახლოვდება ბზობის დღესასწაული ?
ტრადიციულად, ყველა ოჯახი ბზის ცოცხალ ტოტებს ყიდულობს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში უნიკალური კოლხური ბზის კორომების 95% სოკოვანმა დაავადებამ გაანადგურა.
დაავადების გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით იზრდება ბზობის დღესასწაულზე, დიდი ოდენობით ბზის მოჭრისა და გადაადგილების გამო.
ერთად ვიზრუნოთ ბზის გადარჩენაზე!
გამოიყენეთ ბზის მოჭრილი ტოტები მის გასამრავლებლად ან შეიძინეთ ქოთანში გამოყვანილი ბზა.
ბზის დაკალმება ძალიან მარტივია! აპრილის თვე კი ყველაზე ხელსაყრელი!
იხილეთ სოციალური რეკლამა, რომელიც CENN-მა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან ერთად, პროექტის “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში მოამზადა.