გამომცემლობა «ნაკადულმა» განიზრახა, შეეკრიბა ერთად ჩემი ჩანაწერები და ახალგაზრდა მკითხველისათვის ისე მიეწოდებინა. წინადადება მივიღე, მაგრამ შევფიქრიანდი: ეს «მგზავრის წერილები» ხომ 40 წლის წინათაა დაწერილი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ზოგიერთი მხარე პირველი მგზავრობის შემდეგ რამდენჯერმე მოვინახულე, სვანეთში ასვლა 33 წლით შემაგვიანდა. ერთ-ერთი მგზავრობის შემდეგ «კომუნისტში»1 წერილი დავბეჭდე, ამ გამოცემის წინასიტყვაობად მას ვიყენებ მცირე შემოკლებებით. ვგონებ, მან გამოხატოს ის ცვლილებანი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოხდა.
სვანეთში პირველად 1925 წელს ვიმოგზაურე.
გააგრძელე კითხვა, გადმოწერე თოვლიან მთებში