fbpx

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო სატყეო პროგრამებზე იმუშავებს

11 დეკემბერს, CENN-მა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, უმასპინძლა სოფლის განვითარების უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს (IACC) სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაინტერესებული მხარეებთან.
შეხვედრაზე განიხილეს IACC-ის საქმიანობის სატყეო დარგზე ფოკუსირების თემატური და ტექნიკური ასპექტები.

 

ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის, გერჰარდ შაუმბერგერის განცხადებით, ევროკავშირს, სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციისთვის შექმნილი საბჭოს გაფართოებას მხარს დაუჭერს ოთხწლიანი პროექტი ,,ტყის მდგრადი მართვა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის განვითარებისათვის”, რომელიც CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

ტყის რესურსების მდგრადი მართვა და მისი როლის გაზრდა სოფლის განვითარებაში, ტურიზმი, მდგრადი ენერგოგადაწყვეტილებები, ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია, განათლება, ქალთა დასაქმება – ესაა სფეროების ჩამონათვალი, რაზეც აღნიშნული პროექტი საბჭოსთან ითანამშრომლებს.

 

„ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სოფლად საქმიანობის დივერსიფიკაციას, ტყეზე ზეწოლის შემცირებას და მწვანე ზრდას. საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით გავაუმჯობესებთ კოორდინაციას და თავიდან ავიცილებთ გადაფარვებს საბიუჯეტო თუ დონორულ პროექტებს შორის“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ხატია წილოსანმა.

 

საბჭოს წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი სატყეო პროგრამებისა და უწყებათშორისი თანამშრომლობის განვითარების სცენარების შესახებ.

 

ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ CENN-ს პროექტის მრჩეველთა საბჭოში IACC-ის წევრების მოწვევის რეკომენდაციით მიმართა.

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :