fbpx

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

„კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში, ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, მარნეულში, ქალ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

5-6 მაისს გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს 25 ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ქალი ფერმერი დაესწრო.  

შეხვედრების ფარგლებში, ფერმერმა ქალებმა ინფორმაცია მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებისათვის ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი საგრანტო კონკურსის შესახებ.

პროექტი “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :