fbpx

ესსეების კონკურსი - ყოველი დღე დედამიწის დღეა

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით აცხადებს ესსეების კონკურსს  „ყოველი დღე დედამიწის დღეა“ გურიის, იმერეთის, რაჭის, კახეთის, წალკის, ნინოწმინდისა და გორის 14-29 წლამდე ახალგაზრდებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ ესსე, სათაურით –„ყოველი დღე დედამიწის დღეა“

ესსე უნდა ეხმაურებოდეს იმ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს, რომლის წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

*ტექსტის უნიკალურობა- ტექსტი ავტორის უნიკალური ნააზრევი უნდა იყოს. შეგიძლიათ და მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ბეჭდული და ციფრული წყაროებიდან მოიძიოთ. თარგმნეთ, გააკეთეთ პერიფრაზი, გვაჩვენეთ თქვენი ინდივიდუალური ხედვა და არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად მიუთითეთ წყარო;

*ტექსტის თემატიკა- ესსე უნდა იყოს თემის შესაბამისი;

*ტექსტის მახასიათებლები – არაუმეტეს 300 სიტყვისა;

ესსეების წარდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2022, 18:00

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი ნაშრომი შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/hn4Ng3qxjiWkSJJr7

კონკურსში გამარჯვებული 3 ესსე გამოქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინ მედიაში, მათ ავტორებს კი საშუალება ექნებათ დაესწრონ დედამიწის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას არგოხის პერმაკულტურის ცენტრში და CENN-ისგან მიიღონ სიმბოლური საჩუქრები.

კონკურსი ტარდება, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ის ონლაინ გარემოსდაცვითი კამპანიის – “იმოქმედე კლიმატისთვის – ACT4CLIMATE”  ფარგლებში, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესარბილებლად.  

კონკურსს ფინანსურად მხარს უჭერს CENN-ის მიმდინარე პროექტები (1) EU4Youth – “სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის, (2) საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP) და (3) “ეს წალკაა”.

გისურვებთ წარმატებას!

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :