fbpx

რატომ არის წყალი მნიშვნელოვანი?

წყალი გარემოს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც წარმოადგენს შეზღუდულ და განახლებად ბუნებრივ რესურსს. დედამიწის 71% წყალთ არის დაფარული, რომელიც წარმოდგენილია: ოკეანეების, ზღვების, მდინარეების, ტბების, ჭაობებისა და მყინვარების სახით, ასევე, ჩვენთვის უხილავი მიწისქვეშა წყლებით(გრუნტის წყლებით).

სასმელად ვარგის წყალს დედამიწის წყლების მხოლოდ 1% შეადგენს (მტკნარი წყლის უმეტესი ნაწილი მყინვარებში და მიწისქვეშა წყლებშია თავმოყრილი). წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ენერგომატარებელია, ვიდრე ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, ნავთობი ან ნახშირი.  

წყალი ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. თავისი მნიშვნელობით ის  მხოლდ ჰაერს შეგვიძლია შევადაროთ.

სხეულიდან 2% სითხის დაკარგვის შედეგად ვითარდება დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება). დეჰიდრატაციას თან ახლავს თავბრუსხვევა, მცირე ზომის შრიფტის წაკითხვისას ფოკუსირებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი სხვა პრობლემები.

ყველა უჯრედისა და ორგანოს ფუნქციონირება, რომლისგანაც ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგიაა აგებული,  დამოკიდებულია  ორგანიზმში წყალის ნორმალურ ბალანსზე:   

თანამედროვე სამყაროში თითქმის არ არსებობს ისეთი დარგი,რომელსაც წყალმომარაგება არ სჭირდება. სოფლის მეურნეობა, წამლების ინდუსტრია, ენერგეტიკა, კომპიუტერული მიკროსქემების აწყობის პროცესშიც კი წყლის რესურსი გამოიყენება. შესაბამისად, წყლის რესურსზე ზეწოლა საკმაოდ მაღალია და ძალიან ბევრ ქვეყანაში წყლის რესურსების საკმაოდ მწვავე პრობლემა დგას.

სასმელი წყლის რაციონალური გამოყენება.

თანამედროვე მსოფლიოში დედამიწის მოსახლეობის 40% სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის დეფიციტს განიცდის. სხვადასხვა კველევების თანახმად, 2025 წლისთვის ამ პრობლემის წინაშე ჩვენი პლანეტის მოსახლეობის უკვე 2/3 აღმოჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ წყლის რესურსის საჭიროება მუდმივად იზრდება და დღეს ადამიანი ბევრად მეტ წყალს მოიხმარს, ვიდრე 100, ან თუნდაც 20 წლის წინ. 

კლიმატის ცვლილება ამწვავებს სიტუაციას. შედარებით მშრალ ქვეყნებში, კიდევ უფრო იმატებს ტემპერატურა და შესაბამისად, ვიღებთ წყლის რესურსებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას.

იცვლება ბუნებრივი მოცემულობებიც, მაგალითად: ყველაზე წყალუხვი მდინარეების რესურსი იმდენად დიდი მასშტაბით გამოიყენება ყოფა-ცხოვრებასა თუ სამრეწველო მიმართულებებში, რომ მათმა წყლის დონემ საგრძნობლად იკლო, რაც, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის მათ ნაპირებზე გაშენებული ქალაქების წყალმომარაგებას.

როგორ დავზოგოთ წყალი?

როდესაც ვსაუბრობთ სასმელი წყლის დაზოგვაზე,  მნიშვნელოვანია ისიც, რომ წყლის მოხმარება არ უნდა შევამციროთ წყლის მიღების შემცირების ხარჯზე, არამედ ეს უნდა გამოიხატოს ისეთ ქმედებებში, როგორიცაა:  კბილების გახეხვის დროს ონკანის დაკეტვა, ბანაობის ხანგრძლივობის შემცირება, ჭურჭლისა და სარეცხი მანქანების მხოლოდ მაქსიმალურად დატვირთვის შემთხვევაში გამოყენება და სხვა. უფრო მეტ სასარგებლო რჩევას, როგორ დავზოგოთ წყალი, მომდევნო სტატიაში გაგიზიარებთ.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :