fbpx

რჩევები - როგორ შევამციროთ საკვების ნარჩენები?

ჩვენ წარმოებული საკვები პროდუქტის მესამედს ვყრით. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებული ირაციონალურობით გამოირჩევა დღეს, არსებული პრობლემების ფონზე. საკვების ნარჩენი სათბურის აირების ემისიისა და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა საკვების ნარჩენის შესამცირებლად:

დაგეგმე უკეთესად! – თუ მთელი კვირის კერძებს წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით ამზადებთ, უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ საჭმლის გადაყრა მოგიწიოთ.

შეიძინე გონივრულად – შესაძლოა, საკვები პროდუქტის წინასწარ, დიდი რაოდენობით ყიდვა უფრო მოსახერხებელია, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ამ გზით ბევრად მეტი საკვები ნარჩენის წარმოქმნა ხდება. იმისთვის, რომ თავი აარიდოთ საჭიროზე მეტი საკვების ყიდვას, საყიდლებზე იარეთ კვირაში რამდენჯერმე და არა მხოლოდ ერთხელ, მთელი კვირის მარაგის შესაძენად. მიზნად დაისახეთ, რომ ახალი პროდუქტი შეიძინოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინა ჯერზე ნაყიდ პროდუქტს ბოლომდე გამოიყენებთ.

შეინახეთ საკვები საუკეთესო მდგომარეობაში – საკვების დიდი რაოდენობით მომზადებისას, ნუ გააჩერებთ კერძს დიდ კონტეინერებში ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად. დაუყოვნებლივ გადაანაწილეთ საკვები პატარა კონტეინერებში და გააციეთ მაცივარში. იმ შემთხვევაში, თუ საკვები დიდ კონტეინერებში ინახება, მის გაგრილებას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროის განმავლობაში, შესაძლოა, კერძში ბაქტერიები გამრავლდნენ და ის საკვებად უვარგისი გახადონ.

გაყინეთ პროდუქტი, თუ ეს შესაძლებელია – გაყინეთ საკვები მისი ვარგისიანობის გასახანგრძლივლებლად. შეგიძლიათ გაყინოთ საკვების ნარჩენებიც მათი შემდეგი გამოყენების მიზნით.

შეინახეთ საკვები სწორად – ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ როგორ შეინახოს ხილი და ბოსტნეული სწორად, რამაც შესაძლოა მათი ნაადრევი დამწიფება და სწრაფი ლპობა გამოიწვიოს. მაგალითისთვის, კარტოფილი, პომიდორი, ნიორი, კიტრი და ხახვი არასდროს უნდა შევინახოთ მაცივარში. ისინი ყოველთვის ოთახის ტემპერატურაზე უნდა დავტოვოთ. 

მუდმივად მოაწესრიგეთ მაცივარი – ალბათ, ყველას გვსმენია ფრაზა „თვალთახედვის არის გარეთ ყოფნა, ნიშნავს გონების გარეთ ყოფნას“. ეს სიტყვები განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაშია ჭეშმარიტი. იმის მიუხედავად, რომ საკვებით სავსე მაცივარი ყველასთვის სასურველია, მისი გადატვირთულობა შესაძლოა საერთოდ არ იყოს კარგი. ვადაგასული პროდუქტების თავიდან ასაცილებლად შეინახეთ ისინი ორგანიზებულად, რათა აკონტროლოთ მათი შეძენის თარიღები.

აარჩიეთ უშნო ხილი და ბოსტნეული – არ შეაფასოთ საკვები ვიზუალის მიხედვით! უცნაური ფორმის ან დაბეჟილი ზედაპირის მქონე ხილ-ბოსტნეული ხშირად იყრება იმის გამო, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ მომხმარებლის არსებულ ვიზუალურ სტანდარტებს. ვიზუალურ მხარეს ნუ მიაქცევთ ყურადღებას – ვიზუალურად მისაღებ და დაზიანებულ ხილ-ბოსტეულს ზუსტად ერთნაირი გემო აქვთ. ზედმეტად დამწიფებული ხილი გამოიყენეთ წვენის, დესერტებისა და იოგურტის მოსამზადებლად.

მოუძებნეთ ახალი დანიშნულება თქვენს საკვების ნარჩენს – საკვები ნარჩენების გადაყრის ნაცვლად, დააკომპოსტეთ ისინი. ამ გზით, საკვებ ნივთიერებებს ნიადაგში დააბრუნებთ და შეამცირებთ ნახშირბადის კვალს.

შეამცირე საკვების ნარჩენი და შეიტანე შენი წვლილი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :