fbpx

საკვების ნარჩენი -კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი

.ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედზე მეტი, დაახლოებით 2,5 მილიარდი ტონა, ნარჩენად იქცევა  (WWF, 2021). ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ წამში ვფლანგავთ დაახლოებით  – 79 ტონა საკვებს. 

სურსათის  ნარჩენების მართვა  მსოფლიოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ გამოწვევად იქცა. კვლევებმა აჩვენა, რომ საკვების ნარჩენების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემო პირობებს და  პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. შესაბამისად, ამ ცვლილებების შესარბილებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწორი გზა სწორედ სურსათის ნარჩენების შემცირებაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ – რას გულისხმობს საკვების ნარჩენი, როგორ აზიანებს ის გარემოს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში, ჩვენი წვლილის შესატანად. 

რა არის საკვების ნარჩენი?

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)- განგვიმარტავს, რომ სურსათის ნარჩენები იყოფა სამ ცნებად:  

სურსათის დანაკარგი  FOOD LOSS  – ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და თევზჭერის პროდუქტების  რაოდენობისა და ხარისხის შემცირებული მასა, რომელიც ვერ აღწევს მომხმარებლამდე. დაკარგული საკვები გამოწვეულია მიწოდების პროცესის არაეფექტურობით, გაუმართავი ინფრასტრუქტურითა და ლოჯისტიკით, ტექნოლოგიებისა და მართვის შესაძლებლობების ნაკლებობით, ბუნებრივი კატასტროფებით. ეს კატეგორია ვერ აღწევს მომხმარებლამდე და მიწოდების ჯაჭვის დასაწყისში ან პროცესშივე დაკარგულია.

საკვების ნარჩენი FOOD WASTE-  გულისხმობს ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ საკვებს, რომელიც, ვარგისიანობის მიუხედავად, გადაყრილია. გაფუჭებული საკვების გარდა, საკვები ნარჩენების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს , ბაზრების ჭარბი მიწოდება ან ინდივიდუალური მომხმარებლის საყიდლებისა და კვების ჩვევა. 

გაფლანგული საკვები (საკვების დაკარგვა და ნარჩენები) FOOD WASTAGE – გულისხმობს ნებისმიერ საკვებს, რომელიც იკარგება გაუვარგისების ან ნარჩენად ქცევის შედეგად. ამრიგად, ტერმინი “გაფლანგული საკვები” მოიცავს ორივე ცნებას და გულისხმობს, როგორც სურსათის დანაკარგს ასევე, საკვების ნარჩენს.

რატომ არის საკვების ნარჩენი პრობლემა?

წარმოიდგინეთ, მსოფლიოში გაფლანგული საკვების რაოდენობის ერთი მეოთხედიც რომ  გადარჩენილიყო, საკმარისი იქნებოდა – 870 მილიონი მშიერი ადამიანის გამოსაკვებად. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ საკვების ნარჩენი ჩვენი პლანეტის განადგურების ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. WWF- Driven To Waste-ის ახალი მონაცემების მიხედვით, სათბურის აირების ემისიის 10% საკვების ნარჩენითაა გამოწვეული. ასევე, მსოფლიოში იზრდება სასოფლო- სამეურნეო რესურსების გამოყენება.  დაახლოებით, 4,4 მილიონი კმ2 სასოფლო-სამეურნეო მიწა და 760 კმ3 წყალი გამოიყენება 1,2 მილიარდი ტონა მხოლოდ იმ საკვების მისაღებად, რომელიც მოსავლის აღების ჯაჭვში იკარგება.  

საქართველოს ნაგავსაყრელებზე ყოველდღიურად დიდი რაოდენობით პროდუქტი ხვდება, რომელიც საკვებად ჯერ კიდევ ვარგისია. ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ნარჩენები იხრწნება და გამოიყოფა სათბურის აირები, მათ შორის – მეთანი, რომელიც, სულ მცირე, 28-ჯერ უფრო ზიანის მომტანია, ვიდრე ნახშიროჟანგი.

ანუ, რა გამოდის – საკვების წარმოების პროცესში დაზიანებული ბუნებრივი რესურსები, დაკარგული ენერგია და შედეგად მიღებული მომაკვდინებელი სათბურის აირები მხოლოდ იმიტომ, რომ ვაწარმოოთ ის, რასაც შემდეგ უბრალოდ გადავყრით. 

მნიშვნელოვანი ფაქტები საკვების ნარჩენების შესახებ: 

*

მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი ნაგავსაყრელზე ისე ხვდება, რომ მომხმარებლამდე ვერც კი აღწევს.

* 

საკვები ნარჩენის წარმოქმნის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად, ვადის გასვლა, არასწორი ეტიკეტირება, შეფუთვის უმნიშვნელო დაზიანება, ახალი პროდუქტის ხარისხის გაუარესება, ჭარბი მარაგი , დიდი ულუფები , ცუდად დაცული ჰიგიენა თუ შენახვის პირობები. მომხმარებლის ნდობის შენარჩუნების მიზნითა და ხარისხთან დაკავშირებული უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, სუპერმარკეტის თაროებიდან  პროდუქცია ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე იცვლება. 

*

საკვების ნარჩენები კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია!

*

სათბურის აირების ემისიის 10% საკვების ნარჩენითაა გამოწვეული.

*

მყიდველი შეძენისას ნაკლებად აკეთებს არჩევანს არაესთეტიკურ და გარეგნულად დაზიანებულ ხილ-ბოსტნეულზე. ამ მიზეზით, მსოფლიოს მასშტაბით, ხილის და ბოსტნეულის ერთი მესამედი ვერ ხვდება დახლებზე.

*

საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენების 40%-ს ორგანული ნარჩენი შეადგენს, რომლის უმეტესი წილი საკვები პროდუქტია.

*

პანდემიის შედეგად, მსოფლიო მასშტაბით, სიღარიბის დონის ზრდას 125 მილიონით ვარაუდობენ . 2020 წელს სასურსათო უსაფრთხოება (ჯანსაღ საკვებზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა) კატასტროფულად შემცირდა, რაც იმას ნიშნავ,ს რომ გლობალურად იზრდება იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც საკმარის საკვებ პროდუქტს ვერ იღებენ. ამ ყველაფრის ფონზე კი, კვლავ გრძელდება საკვებად ვარგისი პროდუქტის ერთი მესამედის უმიზეზოდ გადაყრა. 

*

ერთი ფორთოხლის გაზრდისთვის 50 ლიტრი წყალია საჭირო. ყოველდღე, 810 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს. ამავდროულად კი კლიმატის ცვლილება მზარდი ტენდენციით ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სოფლის მეურნეობაზე. ამის გათვალისწინებით, არაესთეტიკური ხილ-ბოსტნეულის ნაგავში გადაყრა არა მხოლოდ ეთიკის, არამედ რესურსების გაფლანგვის საკითხიცაა! 

საკვების ნარჩენი სურსათის ნარჩენის ის კატეგორიაა, რომლის სწორი მართვა, ყველა ჩვენგანს, სახლის პირობებშიც შეგვიძლია. იცოდეთ, რომ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში ჩვენი პატარა წვლილიც კი მნიშვნელოვანია. 

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გაიგეთ –  როგორ შევამციროთ საკვები ნარჩენები  ყოველდღიურ ცხოვრებაში.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :