fbpx

არასავალდებულო და პრობლემური პლასტმასას შეფუთვაზე უარის თქმა

წყარო: The SustainAbility Institute by ERM

სტატიის ავტორი: ნიკოლა ლედშემი, უფროსი კონსულტანტი.

დაბალი ღირებულების, უნივერსალურობის, გამძლეობისა და წონასთან შედარებით მაღალი სიმტკიცის წყალობით,  პლასტმასის გარეშე მსოფლიო წარმოუდგენელია და შეუძლებელიც კი.

კომპანია Trucost-ის მიერ 2016 წელს ამერიკის ქიმიის საბჭოსათვის ჩატარებული კვლევის თანახმად, სამომხმარებლო ნაწარმსა და შეფუთვაში პლასტმასის ალტერნატივებით ჩანაცვლება გარემოსდაცვით ხარჯებს 3.8-ჯერ გაზრდის. მაშასადამე, ექსპერტთა შორის არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, არის თუ არა გარემოსათვის უკეთესი ისეთი შეფუთვა, რომელშიც პლასტმასა არ არის გამოყენებული.

„ცუდი მასალა არ არსებობს, ის უბრალოდ არასწორად გამოიყენება“.

ჩვენი სამომხმარებლო კულტურის შეცვლა გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებობს ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესი და ხელისუფლება პლასტმასის უფრო არასასურველი მასალებით ჩანაცვლების რეფლექსური რეაქციით ამ პრობლემის გამარტივებას ეცდება. ნაცვლად იმისა, რომ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასი სასწრაფოდ იქნეს ხმარებიდან ამოღებული, კომპანიებმა ჯერ უნდა დაადგინონ მათ მიერ გამოყენებული პლასტმასის რაოდენობა და განსაზღვრონ მისი შემცირების შესაძლებლობა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას იმ სოციალურ სარგებელს, რომელიც პლასტმასის შეფუთვას მოაქვს, იქნება ეს  საკვების ნარჩენების შემცირება, საკვების დაბინძურების შემცირება თუ პროდუქტების გაფუჭების თავიდან აცილება.  როგორც WRAP-ის წარმომადგენელი, პიტერ სკელტონი, აღნიშნავს, „ცუდი მასალა არ არსებობს, ის უბრალოდ არასწორად გამოიყენება“.

როდესაც საქმე ზედმეტ შეფუთვას ეხება, ცეცხლის წინა ხაზზე საცალო მოვაჭრეები ხვდებიან. სწორედ მათზეა მიმართული პლასტმასის შემცირების კამპანიები, პლასტმასის „სასაცილო“ შეფუთვის, მათ შორის შეფუთული ქოქოსის კაკლების გახმაურებული შემთხვევის გამო, მომხმარებლები სწორედ სუპერმარკეტებს ამხელენ და არცხვენენ. მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტები, როგორც წესი, არ არიან პასუხისმგებელი მათ მაღაზიებში არსებული შეფუთვის უდიდეს  ნაწილზე, მსხვილმა ბრიტანულმა საცალო მოვაჭრეებმა, Sainsbury’s-ისა და Tesco-ს ჩათვლით,  დადეს პირობა, რომ 2025 წლისთვის მათ მაღაზიებში პლასტმასის არასაჭირო შეფუთვა აღარ იქნება. ამავდროულად, Morrisons ცდილობს ხილი და ბოსტნეული შეფუთვის გარეშე გაყიდოს იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა შეფუთვის შემცირება ისე, რომ საკვების ნარჩენების რაოდენობა არ გაიზარდოს. პლასტმასის ჭარბი გამოყენების გარდა, Which?-ის მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ გაერთიანებული სამეფოს სუპერმარკეტებში პროდუქტების პლასტმასის შეფუთვის თითქმის მესამედი ან არარეციკლირებადი ან ძნელად რეციკლირებადი იყო. საპასუხოდ, როგორც მაღაზიები, ასევე სამომხმარებლო ნაწარმის მწარმოებელი კომპანიები, ცდილობენ ხმარებიდან ამოიღონ პრობლემური სახის შეფუთვა, მათ შორის შავი პლასტმასის კონტეინერები, რომელთა იდენტიფიცირება ნარჩენების დამახარისხებელი ობიექტების  ინფრაწითელი სენსორებით ვერ ხდება.

„მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ პლასტმასის რაოდენობის შემცირებით საკვების ნარჩენების ზრდა არ გამოვიწვიოთ“.

პლასტმასის შემცირება შესაძლებელია იმ შემთხვევებშიც, როდესაც გარკვეული მარტივი ზომები უკვე მიღებულია. მე ვესაუბრე ლუდის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ, ყოველთვის არის შესაძლებელი ზედმეტ პლასტმასაზე უარის თქმა, ოღონდ ამისათვის დაკვირვებაა საჭირო. კომპანიამ აღმოაჩინა, რომ პროფილირებული ბოთლების დამზადებით უმნიშვნელოდ მცირდება ერთი ბოთლის დასამზადებლად საჭირო პლასტმასა, თუმცა ბოთლების დიდი რაოდენობის შემთხვევაში დანაზოგიც დიდია. კომპანია Marks & Spencer ე.წ. Thin Air პროექტში ჩართული 140-ზე მეტი პროდუქტის შეფუთვაში პლასტმასის რაოდენობას ამცირებს. კერძოდ, ის ცალკეული კომპანიების ყველაზე გაყიდვად პროდუქციას უფრო მსუბუქ და მცირე ზომის შეფუთვაში ათავსებს, რის შედეგადაც ყოველწლიურად 75 ტონა შესაფუთი მასალა იზოგება. თუმცა, აქაც საჭიროა ბალანსის დაცვა. როგორც კევინ ვაისი, Marks & Spencer-ის შეფუთვის მთავარი ტექნოლოგი და ინოვაციების წამყვანი სპეციალისტი აღნიშნავს, „მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ პლასტმასის რაოდენობის შემცირებით საკვების ნარჩენების ზრდა არ გამოვიწვიოთ“.

მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვის ცვლილება ხარჯებთან არის დაკავშირებული, პლასტმასისა და შეფუთვის მოცულობის შემცირებას ბევრი სარგებელი მოაქვს. ეს არა მხოლოდ ბრენდისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა, არამედ კომპანიებს შეფუთვისა და ლოჯისტიკის ხარჯებს უმცირებს. თუმცა, ყველანაირი პლასტმასის შეფუთვის დემონიზება არ არის საჭირო და აუცილებელი. პლასტმასის გამოყენებაზე უარის თქმა არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაუფიქრებლად და ნაუცბათევად არ უნდა იქნეს მიღებული.

პირიქით, ჭარბ გამოყენებასთან ბრძოლა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ნარჩენების შემცირების მიზნობრივი მაჩვენებლების მისაღწევად და ის შეიძლება ამ რთული ამოცანის გადაჭრის მიმართულებით პირველ წინგადადგმულ ნაბიჯად განვიხილოთ.

მთავარი მოსაზრებები:

* დაადგინეთ თქვენ მიერ მოხმარებული პლასტმასის რაოდენობა: შეისწავლეთ საწარმოო პროცესში წარმოებული და გამოყენებული მასალები (არა მხოლოდ პლასტმასა) და განსაზღვრეთ, სად არის შესაძლებელი მასალის შემცირება.

* კარგად დააკვირდით: კრეატიული გადაწყვეტილებების მისაღებად და ხარჯების შესამცირებლად. უმნიშვნელო ეკონომიაც დიდ მასშტაბებში მნივშენლოვან შედეგს იძლევა.

* გაითვალისწინეთ არასასურველი შედეგებიც: უმეტეს შემთხვევაში პლასტმასის შეფუთვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნებისმიერი არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად, გაითვალისწინეთ ის უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს შეფუთვის კომპონენტის ამოღებამ.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :