fbpx

პლასტმასას დილემის გადაჭრა

წყარო: The SustainAbility Institute by ERM

სტატიის ავტორი: ნიკოლა ლედშემი, უფროსი კონსულტანტი.

პლასტმასა არის ყველგან. დაბალი ღირებულების, მრავალფეროვნების, გამძლეობისა და წონასთან შედარებით მაღალი სიმტკიცის წყალობით,  პლასტმასა ყველაზე ხშირად შეფუთვაში გამოიყენება – ამჟამად გამოყენებული პლასტმასის მთლიანი მოცულობის 26% შეფუთვაზე მოდის.

პლასტმასა დაზიანებისაგან იცავს სხვადასხვა სახის პროდუქტებსა და ინახავს საკვებს, თუმცა შეფუთვა ძირითადად ერთჯერადი გამოყენებისაა და პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც, ჩვეულებრივ, ერთ წელიწადზე ნაკლებია, იყრება. პლასტმასის ჯამური ღირებულების დაახლოებით 95% (რაც წელიწადში 80-120 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს) გარემოში იკარგება. ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა ოკეანეებში ხვდება. ეს რაოდენობა ერთი ნაგავმზიდის მიერ წლის განმავლობაში წუთში ერთხელ გადმოტვირთული შიგთავსის რაოდენობის ტოლია. პლასტმასა გარემოში ათწლეულების მანძილზე რჩება, ის ძალიან ნელა იშლება ძალიან მცირე ნაწილებად, რომელსაც მიკროპლასტმასას უწოდებენ. პლასტმასის საზიანო ზემოქმედება ბუნებრივ სისტემებზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე მეცნიერების მიერ კარგად არის შესწავლილი და აღწერილი.

„პლასტმასის ჯამური ღირებულების დაახლოებით 95% (რაც წელიწადში 80-120 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს) გარემოში იკარგება. ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა ოკეანეებში ხვდება“.

პლასტმასის წინააღმდეგ მიმართული გახმაურებული კამპანიების შედეგად, რომლებიც ჩაატარეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა Greenpeace, და გაერთიანებულ სამეფოში BBC-ის დოკუმენტური სერიალის „ლურჯი პლანეტა II“-ის ჩვენების შემდეგ მედიის გაზრდილი ყურადღების წყალობით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა. შთამბეჭდავმა ფოტოებმა და ვიდეოებმა დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების ცნობიერებაზე. ერთ-ერთი იყო ვიდეო ზღვის კუს შესახებ, რომელსაც ნესტოდან პლასტმასის საწრუპი ამოუღეს. ამ ვიდეომ You Tube არხზე 33 მილიონი ნახვა დააგროვა. მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2050 წლისთვის ოკეანეებში შეიძლება თევზზე მეტი პლასტმასა იყოს (თუ ზომები არ იქნება მიღებული), თითქმის ყველასათვის ცნობილია. ვერც გაზეთს წაიკითხავთ და ვერც რადიოს მოუსმენთ ისე, რომ არ შეგხვდეთ ახალი ინფორმაცია პლასტმასის შორსმიმავალი უარყოფითი ზემოქმედებების შესახებ.

იმის გამო, რომ პლასტმასის პრობლემამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია, მომხმარებლები სულ უფრო მეტად იყენებენ საკუთარ მსყიდველობით ძალას ერთჯერადი გამოყენების პლასტმასების, განსაკუთრებით პლასტმასის საწრუპებისა და ყავის ჭიქების შეძენაზე უარის თქმის გზით, რაც საცალო მოვაჭრეებსა და მწარმოებელს პლასტმასის ზედმეტი შეფუთვის შემცირებისკენ უბიძგებს. ზოგს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები ძალიან ნელა მოქმედებენ და მათ სამოქალაქო საზოგადოებისგან ესტაფეტა მხოლოდ კრიზისის დადგომის შემდეგ გადმოიბარეს. თუმცა, ერთჯერადი პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად 60-ზე მეტ სახელმწიფოში უკვე შემოღებულია აკრძალვები და გადასახადები. მაგალითად, საფრანგეთმა აიღო ამბიციური ვალდებულება, 2025 წლისთვის უზრუნველყოს ყველა სახის პლასტმასის 100%-ის რეციკლირება; კენიამ შემოიღო 40.000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა პლასტმასის პარკების წარმოებაზე, რეალიზაციასა და გამოყენებაზე; ევროკავშირმა წარმოადგინა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაწარმის, მათ შორის საწრუპებისა და პლასტმასის ჩხირზე დამაგრებული ბამბის ტამპონების აკრძალვის წინადადება. აღსანიშნავია ამ მიმართულებით ინვესტორების გააქტიურებაც. As You Sow-ს, აქციონერთა დაცვის არამომგებიანი ორგანიზაციის მიერ შექმნილმა ჯგუფმა 25 მსხვილი ინვესტორის შემადგენლობით, რომლებიც 1 ტრილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავენ, ისეთ კორპორაციებს, როგორიცაა Nestlé, PepsiCo, Procter & Gamble და Unilever, პლასტმასის შეფუთვის შემცირება მოსთხოვა.

„ადამიანებისა და პლანეტისათვის სასიკეთო საქმეების კეთება უფრო მშვიდობის დამყარებას და არა პლასტმასისთვის ომის გამოცხადებას გულისხმობს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების, მომხმარებლებისა და მთავრობების წუხილის საპასუხოდ, სამომხმარებლო ნაწარმის მწარმოებელმა კომპანიებმა ერთმანეთის მიყოლებით საკუთარი პროდუქციის შეფუთვაში პლასტმასის შემცირების და საერთოდ ამოღების პირობა დადეს. იანვარში  კომპანია Iceland Foods-მა 2023 წლიდან საკუთარი პროდუქციის შეფუთვაში პლასტმასის არგამოყენების ვალდებულება აიღო. მას სხვა კომპანიებმაც მიბაძეს, მათ შორის, Waitrose-მა, McDonalds-მა, Diageo-მ და Coca Cola-მ.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი უდავოდ აუცილებელი იყო, მხოლოდ ვალდებულებების აღება საკმარისი არ არის. პლასტმასის პრობლემასთან გამკლავებას სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი ვერც ერთი კომპანია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია თანამშრომლობის, ინოვაციებისა და წახალისების მექანიზმების ერთობლიობა პლასტმასის რთული ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილის მხრიდან. როგორ პიტერ მედოქსი, WRAP-ის დირექტორი, აღნიშნავს, „ადამიანებისა და პლანეტისათვის სასიკეთო საქმეების კეთება უფრო მშვიდობის დამყარებას და არა პლასტმასისთვის ომის გამოცხადებას გულისხმობს“.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :