CENN–ის მედიატური კასპში და „ჰაიდელბერგი“, რომელმაც მედიასთან ურთიერთობაზე უარი უკვე მეორედ თქვა.
ცემენტის ბუღში ცხოვრებას შეჩვეული კასპელები, სატვირთო ავტომობილების ხმაურიან გადაადგილებას ჩვეულ რიტმში იტანენ, ჯანმრთელობის გაუარესების სანაცვლოდ კი დასაქმებას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება 11 მილიონიანი ინვესტიციის მოლოდინშია, გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით კი კასპში ჰაერი არ ბინძურდება.
მარიკო წიქორიძე, შიდა ქართლი, კასპი
კასპში, ფიროსმანის ქუჩაზე დაახლოებით 15–მდე 2 სართულიანი საცხოვრებელი შენობა დგას, თითოეულ მათგანში მაცხოვრებელ ოჯახს დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ცემენტით დატვირთული ავტომანქანები არც დღე ასვენებთ და არც ღამე აძინებთ. უფრო მეტიც, ოთახებს მათი უმრავლესობა, მხოლოდ წვიმიან ან თოვლიან ამინდში ანიავებს, რადგან სატვირთოებისგან გამოწვეული ცემენტის მტვერი და ხმაური აქ საუკუნის პრობლემაა.
CENN-მა რეგიონული პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ ფარგლებში მედიატურის მეორე დღე კასპში, ჟურნალისტებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის, სწორედ ფიროსმანის ქუჩით დაიწყო.
ადგილობრივებსა და „ჰაიდელბერგის“ ცემენტის ქარხნის შენობას ერთმანეთისგან ზუსტად 30 მეტრი აშორებთ, შესაბამისად, უარყოფით გავლენასაც ყველაზე მეტად, სწორედ ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლები გრძნობენ.
„40 წელია აქ ვცხოვრობ, მტვერში, ხმაურში და დაბზარულ სახლებში, აქ მცხოვრებთა უმრავლესობა ბრონქებით და ასთმითა ვართ დაავადებული. ამ ქუჩაზე ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ, სახლის უკან ცემენტის ქარხნის გამონაბოლქვი გვახრჩობს, სახლის წინ კი ცემენტით დატვირთული „ტრაილერების“ და „კამაზების“ მტვერი. დასაქმებით მაინც დაგვასაქმონ, რომ დაავადებულებმა მკურნალობა მაინც შევძლოთ“, – ამბობს ფიროსმანის ქუჩის მცხოვრები ნათელა ზედელაშვილი.
|
სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე