fbpx

? შენი იდეა დედამიწის გადასარჩენად

CENN/EU4Youth – SEED პროგრამა აცხადებს კონკურსს „შენი მწვანე იდეა დედამიწის გადასარჩენად“.

კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ პრობლემებზე მსჯელობასა და მათ გადასაჭრელად ინოვაციური ღონისძიებების მხარდაჭერას სოციალური მეწარმეობის გზით. ასევე, კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში უზრუნველყოს მწვანე მეწარმეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზებით.

კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებთან და კომპეტენტურ მენტორებთან ერთად დაამუშაონ იდეები და შექმნან ბიზნეს გეგმები. ასევე, საუკეთესო იდეების ავტორები გაივლიან „მწვანე ინოვაციებისა და მეწარმეობის“ კურსს და დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატით.
კონკურსის ვადები: 22 აპრილი, 12:00 საათი – 25 აპრილი, 18:00 საათი.
კონკურსში გამარჯვებული იდეები გამოვლინდება 4 მაისს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ გორის, ახმეტისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
გაწუხებს მწვანე იდეა? ?
გადადი ბმულზე და შეავსე განაცხადი: http://tiny.cc/m4rinz
X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :