fbpx

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში ახალგაზრდობის ევროპული წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

კონფერენციას თემაზე – ახალგაზრდების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში 100-ზე მეტი დაინტერესებული ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიება CENN-ის მიერ იყო ინიცირებული  ევროკავშირის პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში.

კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და აქტიური ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც ჩამოსულები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, თუ რა როლის შესრულება შეუძლიათ ახალგაზრდებს საზოგადოების განვითარებაში და მათი ჩართულობა განვიხილოთ არა გრძელვადიან პერსპექტივაში და მომავალ დროში, არამედ პირველ რიგში, აწმყოში. ჩვენ სწორედ ამაში ვდებთ ინვესტიციას და ახალგაზრდობის ევროპულ წლის  და ამ კონფერენციის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, იყვნენ ცვლილებების მონაწილე არა მხოლოდ მომავალში, არამედ დღესვე,-”

განაცხადა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

კონფერენციის მიზანი ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე ტენდენციების,  გამოწვევებისა და შესაძლებლობების ირგვლივ დისკუსიების გამართვა და ისეთი თემების განხილვა იყო, როგორებიცაა: ახალგაზრდული პოლიტიკა, მეწარმეობა, მოხალისეობა, დასაქმება, განათლება და სხვ. კონფერენციამ პანელური დისკუსიების ფორმატში გააერთიანა ახალგაზრდობის, განათლების, სოციალური მეწარმეობისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებში აქტიურ სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები. ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა საქართველოს მასშტაბით აქტივისტი ახალგაზრდების ფოტოისტორიების გამოფენას და ნეთვორქინგ სესიას, რომლის მიზანი ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარება იყო.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდობის სააგენტოს და რა თქმა უნდა ევროკავშირის დელეგაციას აქ ყოფნისთვის და ზოგადად, პოლიტიკური დახმარებისთვის. ვულოცავ ახალგაზრდებს ახალგაზრდობის წელს, თქვენი მონაწილეობა და აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ხართ ყველაზე პროგრესული ნაწილი საზოგადოების. დღევანდელ შეხვედრას ორი მიზანი აქვს და ეს არის ახალგაზრდებისა და ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირება და ახალგაზრდული პოლიტიკისა და სტრატეგიის განხილვა. იმედი გვაქვს თქვენი აქტიური მონაწილეობის და გისურვებთ წარმატებულ ღონისძიებას!,-“

განაცხადა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კონფერენცია ეძღვნებოდა „ახალგაზრდობის ევროპულ წელს“, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტსა და სიმბოლოს პანდემიის მწვავე შედეგების დასაძლევად.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :