fbpx

სასწავლო ვიზიტი ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებისათვის სასათბურე მეურნეობაში

 „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” პროექტის ფარგლებში, სოფელ მარადისის ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის 10 წევრმა სასწავლო ვიზიტით სოფელ ნატახტარში მდებარე სასათბურე მეურნეობა მოინახულა.

ფერმერი ქალების გაძლიერებისა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, პროექტი სამიზნე ჯგუფს სთავაზობს ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებებსა და ფინანსურ დახმარებას. შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივის წევრებმა მოინახულეს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი და აღჭურვილი საჩითილე, გაეცნენ სათბურში წარმოდგენილი გათბობის, ვენიტილაციისა და მორწყვის სისტემების მუშაობის მექანიზმს, მიიღეს ინფორმაცია ხარისხიანი ჩითილების გამოყვანისა და მოვლის შესახებ.

პროექტი “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :