CENN იწვევს ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გოგონების გაძლიერების კლუბში გაწევრიანებისთვის.
მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბი შეიქმნა პროექტის „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” ფარგლებში. პროექტი CENN-ის მიერ HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გოგონების გაძლიერების კლუბის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების, მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი გამოწვევების, კლიმატის ცვლილების, კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე, კლიმატის მიმართ მდგრადი და ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვასა და განხორციელებაში.
დეტალური ინფორმაცია გოგონების გაძლიერების კლუბში მიღების შესახებ იხილეთ გზამკვლევში:
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : https://forms.gle/9FvScf7XmdGR5F7P9
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 ივლისი, 00:00 საათი.