CENN-მა, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა ფერმერთა საველე ტრენინგი თემაზე – წარმოების ინტენსიფიკაცია მეხორცული მიმართულების მესაქონლეობაში.
45-მდე მონაწილე გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებიდან (1) მეხორცული მიმართულების საქონლის ჯიშების, (2) მათი კვების რაციონის სწორად შედგენის, (3) საძოვრის მდგომარეობის შეფასებისა და მდგრადი მართვის თემებზე გადამზადდა. მონაწილეებს შორის იყვნენ სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ფერმერები.
საველე ტრენინგები ჩატარდა შპს „დმანისის მეცხოველეობის“ ფრანგული ფერმის ბაზაზე.
საველე ტრენინგები ჩატარდა პროექტის “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით”, ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი. პროექტის პარტნიორია CENN.