fbpx

საგარეჯოში CENN - მა ორი სოფლის ეკო კლუბის მონაწილეები ნავთობ ჭაბურღილზე შეკრიბა

27 თებერვალს CENN – ის ორგანიზებითა და ინიციატივით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნინოწმინდისა და წყაროსთავის ეკო კლუბის მოსწავლეებისთვის, ნავთობის ჭაბურღილზე მოეწყო გასვლითი შეხვედრა

 

გასვლითი აქცია მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის იმ ადგილების ჩვენებას და განხილვას, სადაც გარემოს დაბინძურების ნეგატიური ზემოქმედება თვალსაჩინო იყო.

 

ორგანიზატორებმა შეხვედრის ადგილად სოფელ ნინოწმინდის N100 ჭაბურღილი შეგნებულად შეარჩიეს, რადგან 2004 წელს აღნიშნული ჭაბურღილიდან ნავთობის ამოფრქვევა მოხდა, რის შედეგადაც გარემოს დაბინძურდა.

 

შეხვედრის ადგილზე ორი სოფლი ეკო კლუბის ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში ნავთობის მოპოვების ისტორიაზე, მის უარყოფით ზეგავლენაზე, რის შემდეგაც, თავად შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს 2004 წლის ნავთობის ამოფრქვევა, შემდგომი მძიმე შედეგები და შეეცადნენ საერთო ჯამში განეხილათ თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებს ადამიანი გარემოს ყოველდღიურად, იქნება ეს ნავთობით დაბინძურება, ხის ჭრა თუ დანაგვიანება.

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზის ღია წვით გამოწვეული არასასიამოვნო სუნის გამო, სამ ჯგუფად დაყოფილმა ეკო კლუბის წევრებმა გარემოსდაცვითი შინაარსის მქონე პლაკატები შექმნეს და პრეზენტაციებიც ადგილზევე გააკეთეს. ეკო კლუბის მონაწილეებმა შემდეგი აქცია ისევ N100 ჭაბურღილთა დაგეგმეს, სადაც ისინი ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ტყის საფარის ტერიტორიას გამწვანებენ.

 

ნინოწმინდისა და წყაროსთავის ეკო კლუბის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქცია CENN -ის რეგიონული პროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში,“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც გერმანული ფონდის Bread for the World -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

 

 

ninocm ninocmi

 

ninocminda (2) ninocminda (3)

 

ninocmindaa ninowminda

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :