#გარემოსგულისთვის
მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო,
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი წლის გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად.
საქართველოში, ამ დღეს დაიწყო გარემოსდაცვითი კამპანია გარემოს გულისთვის. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით. კამპანიის პარტნიორია პროექტი ტყის მდგრადი მართვა საქართველოში, რომელიც CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანიას უკვე შემოუერთდნენ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი, რომლებმაც დედამიწის დღეს პასუხისმგებლობა აიღეს წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებასა და შემდგომ მონიტორინგზე.
დიდი მადლობა გარემოს გულითად ელჩებს!
თი ბი სი ბანკი–კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, შუამთა
|
Gvinadze & Partners–თბილისი, კუს ტბა
|
Deloitte–კრწანისი, კრწანისის ტყე პარკი
|
პაშა ბანკი–კრწანისი, კრწანისის ტყე პარკი
|
მეტრო სითი ბათუმი–აჭარა, ბათუმის სანპირო ზოლის ნაწილი
|
ქ.თბილისის საკრებულო– ვერის პარკი Tbilisi
|
კრისტალი–შიდა ქართლი, ქარელის მუნიპალიტეტი, ძამას ხეობა
|
Grant Thornton–კასპი, სოფელი იგოეთის მიმდებარე ტერიტორია
|
ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია–კახეთი, ყვარლის მიმდებარე ტერიტორია
|
კოლხეთის ეროვნული პარკი–სამეგრელო, კოლხეთის ტყე–პარკი
|
ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი–აჭარა, ხულოს მუნიციპალიტეტი |
Well 3–შიდა ქართლი, კასპი, სოფელი მიქელწყარო |
გახდით გარემოს გულითადი მეგობრები და გაუზიარეთ ინფორმაცია კამპანიის შესახებ თქვენს ვირტუალურ მეგობრებს მონიშვნების #გარემოსგულისთვის და #KeepGeorgiabeauiful გამოყენებით.
ერთად, ჩვენ შევძლებთ საქართველოში ნარჩენის შემცირებას!
მეტი ინფორმაცია კამპანიაზე:
http://www.cenn.org/ongoing-campaigns/keep-georgia-beautiful/