fbpx

ქვემო ქართლში WASH საბჭოები შეიქმნა

2018 წლის 1-4 მაისს, CENN – მა ჩაატარა შეხვედრები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა), სადაც ჩამოყალიბდა WASH საბჭოები თანამონაწილეობრივი მიდგომის გზით. საბჭოების წევრები წარმოდგენილია ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებით. ერთობლივი შეხვედრების ფორმატში, მუნიციპალიტეტების დაინტერესებულმა მხარეებმა და საბჭოებმა კიდევ ერთხელ განიხილეს და იმსჯელეს ადგილზე WASH მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

 

შეხვედრების დროს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიებმა უმასპინძლეს, WASH საბჭოს წევრები და სხვა მონაწილეები გაეცნენ CENN – ის მიერ მომზადებულ ქვემო ქართლის რეგიონის WASH ტექნიკური შეფასების ანგარიშს. შეთანხმდა, რომ საბჭოები ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ წყალთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირება–ლობირებას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მუნიციპალიტეტებში WASH თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების მიზნით და წარმართავენ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

 

შეხვედრები გაიმართა CENN–ის ორგანიზებით, პროექტების: “საქართველოს WASH სათემო ინიციატივა“ და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში. სხვა აქტივობებთან ერთად, დაგეგმილია WaSH საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება მათი საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტების ძირითადი მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და WaSH სტანდარტების დამკვიდრება დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გზით.

 

პროექტი: “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა“ ხორციელდება CENN–ის მიერ, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტი: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ხორციელდება CENN–ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ვახო ქოჩორაძე
პროექტის მენეჯერი | CENN
vakho.kochoradze@cenn.org

 

მელანო ტყაბლაძე
პროექტის მენეჯერი | CENN
melano.tkabladze@cenn.org

 

ტელ.: +995 32 275 19 03 / 04
http://environment.cenn.org/wash/
#washgeorgia

 

 

20180503_102618 20180501_133613

20180502_11121220180504_111347

20180501_11331131671664_1780734381990370_6588223620084924416_o

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :