бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :
ყოველდღიურად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნარჩენის მართვის ტრადიციული ფორმა, ნაგავსაყრელებზე განთავსება, აღარ არის გამართლებული, როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.
დღეს მსოფლიო მიმართულია ნარჩენის წარმოქმნის შემცირებისა და მისი გადამუშავებისაკენ. მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად დაინერგოს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიდგომა, რომელიც ნარჩენების წარმოქმნის შემცირებასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნარჩენების დახარისხებულად შეგროვებას მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.
ნარჩენების გადამუშავება ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას, შედეგად ნაკლები რაოდენობის ნარჩენი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც იწვევს რესურსების დაზოგვას და ამცირებს დაბინძურების რისკს.
სიახლეები...
...ყველათბილისს დახარისხების 3 სტენდი შეემატა
14.01.2020
თბილისს დახარისხების 3 სტენდი შეემატა. ამას გარდა, USAID CENN-ის ნარჩენების მართვის პროგრამის მხარდაჭერით, დახარისხების პროცესი უკვე ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც დაიწყო და ჯამში 8 სეპარაციის კუთხე მოეწყო. იხილეთ დახარისხების სტენდების განახლებული რუკა.
ზამთრის სკოლის მონაწილეებმა შეიტყვეს ნარჩენების მართვის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საქართველოში
07.03.2019
18 თებერვალს დასრულდა ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის. ოთხ დღიან ზამთრის ბანაკში – „გარემოს გულისთვის“ მონაწილეობა მიიღო 27-მა სტუდენტმა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ზამთრის სკოლის პერიოდში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტე