fbpx

უთხარი პლასტმასს არა

#არაპლასტმასს #გარემოსგულისთვის

 

ყოველწლიურად, 5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. არსებული მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. ამ მოსალოდნელი რეალობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა თითოეული ადამიანი ჩაერთოს პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

წელს გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი 3,000–ზე მეტი ღონისძიება დაფიქსირდა. მოსახლეობა ნიუ დელიდან ნიუ იორკის ქუჩებამდე გაერთიანდა პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების წინააღმდეგ.

 

საქართველოც გახდა მსოფლიო კამპანიის მონაწილე ღონისძიებით – უთხარი პლასტმასს – არა! #BeatPlasticPollution, რომელიც 5 ივნისს CENN-ის პროგრამამ WMTR II, რომელსაც მხარს უჭერს USAID, საქართველოს ეროვნულ ბაღთან ერთად გამართა.

 

ამ დღეს ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ქონდათ მოეტანათ პლასტმასის პეტ ბოთლები, რომლებიც გადასამუშავებლად კერძო კომპანიამ წაიღო, გაცნობოდნენ ინფორმაციას ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ, მიეღოთ მონაწილეობა ვიქტორინასა და სახალისო თამაშებში, ასევე გაეკეთებიათ ახალი ნივთები ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენებისგან.

 

შემოუერთდით მსოფლიო კამპანიას #BeatPlasticPollution, და შეიტანე შენი წვლილი პატარა ცვლილებებით ყოველდღიურ ჩვევებში. მაგალითად, უთხარი არა ერთჯერად წყლის ბოთლებსა და ჭურჭელს, პოლიეთილენის პარკებს, საწრუპებს, ერთჯერად კონტეინერებსა და შეფუთვას. სამაგიეროდ უთხარი კი მდგრად ალტერნატივებს, როგორიცაა მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები და კონტეინერები, ნაჭრის ჩანთები, მეტალის საწრუპები თუ სხვ. ერთჯერადი გამოყენების ნივთები მთელ მსოფლიოში კატასტროფულ ზეგავლენას ახდენენ.

 

თუ გინდა უფრო აქტიურად ჩაერთო გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაში გახდი გარემოს გულითადი ელჩი და გაეცანი WMTR II პროგრამის კამპანიას გარემოს გულისთვის.

 

IMG_1267-s IMG_1741-s IMG_1743-s IMG_1849-s

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :