fbpx

გინდათ გადამუშავებული ქაღალდის, ან მისგან დამზადებული პროდუქციის შეძენა?

თუ თქვენ ზრუნავთ გარემოზე და გსურთ ბუნებრივი რესურსის დაზოგვა, მაშინ ეს სიახლე თქვენთვისაა.

 

USAID/WMTR II პროგრამის პარტნიორი სოციაური საწარმო მწვანე საჩუქარი გთავაზობთ გადამუშავებული ქაღალდის პროდუქციას: სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალას, სანიშნეებს, ბლოკნოტებს, კონვერტებს, საბეჭდ ფურცლებს. საწარმო ასევე მზადაა ქაღალდის ნარჩენების შეგროვების მსურველებს მწვანე ყუთი დაუდგას და შეგროვებული ნარჩენის გატანაც უზრუნველყოს.

 

მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მწვანე საჩუქარს:
ტ: +955 599977119; ელ. ფოსტა: greengift.geo@gmail.com

 

ან USAID/WMTR II პროგრამას: ტ: +995 32 275 40 63/64; ელ. ფოსტა: info@cenn.org

 

 

ინფორმაცია USAID WMTR II პროგრამის შესახებ:

CENN აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი – და ქალაქ თბილისში ახორციელებს პროგრამას ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, მეორე ფაზა (WMTR II). WMTR II პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :