2019 წლის 13-14 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებისთვის უვნებელი თაფლის წარმოების თემაზე ტრეინინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა თაფლის დაბინძურების წყაროების, მათი თავიდან აცილების გზების და უვნებელი თაფლის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას.
ტრეინინგის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებები; თაფლის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; პირველადი წარმოების/გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და კარგი სასოფლო–სამეურნეო პრაქტიკა, წარმოების კარგი პრაქტიკა (GMP); ჰიგიენის კარგი პრაქტიკა (GHP), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). ბაზარზე განთავსების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად განხილულ იქნა თაფლის ტექნიკური რეგლამენტი და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
დღეისათვის საქართველოში თაფლის წარმოება დაბინძურების სხვადასხვა საფრთხის წინაშეა. დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს როგორც გარემო, ისე თავად მეფუტკრე. გარემოს დამაბინძურებელი პესტიციდების არსებობა, რომელიც გხვდება ჰაერში, წყალში, ნიადაგში და მცენარეებში წარმოადგენს საფრთხეს თაფლის წარმოებისას, რადგან სწორედ ფუტკრის საშუალებით შეიძლება მოხდეს აღნიშნული პესტიციდები სკასა და საბოოლოდ თაფლში.
იმდენად რამდენადაც კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად უვნებელი თაფლის წარმოება/გადამუშავება/დისტრიბუციაზე თავად ბიზნესოპერატორია პასუხუსმგებელი, აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობით მეფუტკრეებს და თაფლის მწარმოებლებს აუმაღლდათ ცნობიერება და განუვითარდათ ახალი უნარ-ჩვევები თაფლის დაბინძურების საფრთხეების და მათი თავიდან აცილების შესაძლო გზების შესახებ.
ტრეინინგი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში CENN-ის მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლებას და ცოდნის/უნარების განვითარებას.
მასში მონაწილეობა მიიღო 22 მონაწილემ, მათ შორის აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.