fbpx

რა არის სოციალური და მწვანე მეწარმეობა - სოფო თამაზაშვილის ბლოგ-პოსტი

Entrepreneurs_sopo_web

Რა არის სოციალური და მწვანე მეწარმეობა

 „ბიზნესი ერთადერთი მექანიზმია დღეს პლანეტაზე, რომელსაც შეუძლია ცვლილებების გამოწვევა და  გლობალური გარემოს და სოციალური დეგრადაციის შეჩერება და შემობრუნება“.

პოლ ჰაუკენი, ამერიკელი გარემოსდამცველი და მეწარმე

 

სოფლიო ვითარდება და  იცვლება, ბევრი ბიზნესი კი ფეხს უწყობს მიმდინარე ცვლილებებს და აცნობიერებს და პასუხისმგებლიანი სტრატეგიების შემუშავებით ცდილობს კორპორაციული მდგრადობის შენარჩუნებას. საქართველოში და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში, საკმაოდ აქტუალური თემაა მეწარმეობა. სოციალურ საწარმოებსა და მწვანე მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან ინოვაციური პროდუქტები და ადგილი დაიმკვიდრონ მწვანე ინდუსტრიაში, მოახდინონ შემოსავლებისა და მოგების გენერირება, შექმნან სოციალური სიკეთე და შეარბილონ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეები. 

 

და მაინც, რა არის სოციალური და მწვანე მეწარმეობა? 

სოციალური მეწარმეობა მოიაზრებს სოლიდარულ პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ საქმიანობას,რომლის ცენტრშიც ადამიანი და გარემოა. Სოციალური მეწარმეობა ძირითადად მორგებულია ადამიანის გარკვეულ ჯგუფებზე (შშმ პირებზე და ასხვ.) და ორიენტირებულია მათ დასაქმებაზე, ხოლო გარემოს თვალსაზრისით ცდილობს აღმოფხვრას ასევე გარემოსდაცვითი პრობლმები  ეკონომიკური და ამავდროულად ინოვაციური მეთოდით.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმო ქმნის კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომლისთვისაც მომხმარებელი იხდის ფულს. სოციალური საწარმოსთვის შემოსავლის უზრუნველყოფის სამი  სტანდარტული წყარო არსებობს:

 

1)დონაცია (გრანტი, სპონსორი, შემოწირულობა);

2)პროდუქტის/მომსახურების რეალიზაცია;

3)ბენეფიციარებიდან მიღებული შემოსავალი. 

 

იმისთვის, რომ საწარმო იყოს სოციალური, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ინდიკატორებს,როგორიცაა:  

 

ჰქონდეს სოციალური მისია/მიზანი – რას ემსახურება ესა თუ ის სოციალური საწარმო.

სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მაქსიმალურად ჩართულობა – საწარმო აძლევდეს საშუალებას, რომ დასაქმდნენ  ისინი. 

ორიენტირებული იყოს საოპერაციო ხარჯების დაფარვაზე –  საწარმო ფარავდეს მხოლოდ იმ თანხას, რომელიც იხარჯება საწარმოს ძირითადი საქმიანობების (პროდუქციის დამზადება, შრომითი დანახარჯები, ადმინისტრაციული ხარჯები და სხვ.) განხორციელებისას.

მოგება უნდა ემსახურებოდეს სოციალური მისიის რეალიზაციას – მოგება ორიენტირებული იყოს იმ პრობლემის აღმოფხვრაზე, რომელზეც საწარმო ზრუნავს.

ჰქონდეს ეკონომიკური აქტივობები – შემოსავლის მიღება, ანაზღაურებადი თანამშრომლები და სხვ.

 

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სოციალური საწარმოა Tom’s Shoes/ტომის ფეხსაცმელები, რომელიც დაარსა ბლეიკ მიკოსკიმ. Მას სურდა მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა განვითარებად ქვეყნებში გაჭირვებული, ფეხშიშველა ბავშვების პრობლემის გადაჭრაში. Მან დააარსა კომპანია და დღეისთვის 35 მილიონზე მეტი ფეხსაცმელი აქვს დარიგებული.

ქართული სოციალური საწარმოებიდან აღვნიშნავ “ცოდნის კაფეს” , რომელიც 2016 წელს დაფუძნდა წნორში. “ცოდნის კაფე”  თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას. 

ჯანსაღი გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და საზოგადოებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციაში. დაბინძურებული გარემოსა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად და ადაპტაციისთვის, კომპანიები ფიქრობენ მეტი ინოვაციური და კრეატიული პროდუქტისა და მომსახურების შექმნაზე. 

 

მწვანე მეწარმეობა უშალოდ გარემოზე და გარემოში არსებული პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული, ანუ ისეთი ბიზნესპროექტები, რომლებიც ერთი მხრივ, იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს გარემოზე და რაღაც პროდუქტი ჩაანაცვლოს გარემოსთვის უფრო მეგობრული პროდუქტით და მეორე მხირვ, მოვიშველიოთ ისეთი მეთოდები, რომელიც ნებისმიერ არსებულ პროდუქტს შექმნის სხვა ფორმით, მაგ. გადამუშავება სხვადასხვა ნივთების და სხვ.

მწვანე საწარმოებიდან გამოვარჩევ ,,იალონს’’- ეზოს და ბაღის მოვლის სერვისი საგურამოში, რომელიც 2018 წელს დაარსდა. ,,იალონი“ საგურამოსა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს  ეზოსა და ბაღის მოვლის სერვისს სთავაზობს. საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისა საშუალებას აძლევს, ასევე, საზოგადოებაში  დამკვიდრებული სტიგმისა და სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება. 

 

დღესდღეობით Საქართველოში არც თუ ისე ბევრი სოციალური/მწვანე საწარმოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც თანდათანობით ფეხს იკიდებს ეს სფერო, რადგან სოციალური მეწარმეები ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფების დასაქმებასა და მათი ცხოვრების სტილის გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, გვარდება უამრავი პრობლემა, როგორც სოციალური, ისე გარემოსდაცვითი. პანდემიამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა თითოეული ჩვენგანი და სწორედ ამ დროის განმავლობაში მოგვეცა დაფიქრების საშუალება. ბევრმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება გამხდარიყო სოციალური მეწარმე და ეზრუნა იმ ადგილობრივ თუ გლობალურ პრობლემებზე, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მწვავედ დგას.

 

გამოყენებული ვებ რესურსები: სოციალური და მწვანე ბიზნესები მდგრადი განვითარებისათვის; CENN YouTube Channel

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :