fbpx

CENN, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს ფერმერთა გადამზადებას

CENN, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს ფერმერთა ტრენინგების სერიას RDA-ის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

19 – 21 ივლისს, გურჯაანის, ყაზბეგისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა, 40-მდე ადგილობრივ ფერმერს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე “ცხოველთა ჯანმრთელობა და ვეტერინარია“. განხილულ იქნა შემდეგი თემები:  (1) ფერმაში (სადგომში) ბიოუსაფრთხოების დაცვის ზოგადი და სპეციფიკური ღონისძიებები და პირადი უსაფრთხოების დაცვის წესები (2) საქონლის დაავადებები, კლინიკური ნიშნები, ბრძოლის მეთოდები და პრევენციული ღონისძიებები; (3) დაავადებების გავლენა ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე.

ღონისძიებები ჩატარდა პროექტის “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით”, ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO Georgia). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :