მემორიალი „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს, რომელიც წლების მანძილზე არ დასუფთავებულა.
აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, სკვერში პოლიეთილენის პარკებსა და სხვადასხვა სახის ნარჩენებს ცემენტმზიდი მანქანების მძღოლები ყრიან, რომლებიც ქარხნის შესასვლელთან საკუთარ რიგს ხშირად, რამდენიმე დღე ელოდებიან.
CENN მოუწოდებს, კასპის მუნიციპალიტეტისა და ,,ჰაიდერბერგცემენტის’’ ქარხნის ხელმძღვანელობას მიიღონ ზომები და აღარ მოხდეს გარემოს დაბინძურება მყარი ნარჩენებით.
დასუფთავების აქცია კასპში CENN – ის რეგიონული პროექტის “პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვებითი მრეწველობის განვითარება კავკასიაში” ფარგლებში გაიმართა, რომელიც გერმანული ფონდის ფარგლებში Bread for the World -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.