| კურორტ ბეშუმის უკანონო ნაგავსაყრელი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში 2002-2012 წლებში ფუნქციონირებდა, 23 ოქტომბერს ოფიციალურად დაიხურა. ნაგავსაყრელიდან, რომელიც 780 მ2 მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა, საერთო ჯამში 453 ტონა ნარჩენი იყო გატანილი.
ბეშუმის ნაგავსაყრელი, USAID-ის პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში მომზადებული გეგმის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა. ზემოთ აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ICMA მიერ CENN–თან ერთად. ბეშუმის ნაგავსაყრელის დახურვა განხორციელდა ხულოს მუნიციპალიტეტთან და ADC ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე CENN–ის მიერ განხორციელებულ პროექტთან „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ მჭიდრო თანამშრომლობით.
2012 წლიდან ნაგავსაყრელის გარშემო არსებული ხის ღობე მოინგრა და აღარ ხორციელდებოდა მონიტორინგი. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაფარული იყო 1,0-1,2 მ სიმძლავრის ნარჩენების ფენით, თუმცა ზოგიერთ ადგილებში ნარჩენის ფენა 2,5 მ-საც აღწევდა.
ნარჩენები 10 წლის განმავლობაში განთავსებული იყო ღია გრუნტზე და ყოველწლიურად განიცდიდა წვიმისა და მნიშვნელოვანი სისქის თოვლის საფარის ზემოქმედებას, გრუნტის ზედა ფენაც დაბინძურდა.
ბეშუმის არალეგალურ ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენი ქ. ახალციხის ნაგავსაყრელზე განთავსდა.
ამ ეტაპზე კურორტ ბეშუმში განლაგებულია ნარჩენების შეგროვების კონტეინერები და ნარჩენების შეგროვება და გატანა ნაგავსაყრელზე სეზონურად ხორციელდება.
გასუფთავებული ტერიტორიისთვის, რომელიც სატყეო ფონდის ნაწილია, მომზადდა ბეშუმის რეკრეაციული ტყის განვითარების პროექტი, რომელიც საკურორტო ინფრასტრუქტურის შექმნას და სერვისების განვითარებას გულისხმობს. აღნიშნული დოკუმენტი, მისი შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით, აჭარის მთავრობას გადაეცემა. კურორტ ბეშუმის სიახლოვეს არსებული უნიკალური ტყის ხელახალი დაბინძურების პრევენციის გარდა, პროექტი შექმნის რეკრეაციული ტყეების მდგრადი მართვის წარმატებულ მაგალითს, რაც ახლო მომავალში მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა იქცეს როგორც აჭარის, ასევე მთლიანად, საქართველოს სატყეო სექტორისთვის.
პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) 2014 წლის 18 მარტს დაიწყო. მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან – CENN – თან თანამშრომლობით.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში. პროგრამის მიზანია, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდეს პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად.
ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
|
бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :

