19 მარტს ჭიათურასა და ტყიბულში CENN – ის ინიციატივითა და ორგანიზებით, ადგილობრივი მოსწავლე–ახალგაზრდებისთვის ტრენინგ– სემინარი გამართა თემაზე – „გარემოსდაცვითი ადვოკატირება – აქტიური მოქალაქის მეგზური“.
ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო ადვოკატირებასა და გარემოსცაცვით ჭრილში ადვოკატირების დაგეგმვის გზების შესახებ.
სემინარზე აქტიურად ისაუბრეს ადვოკატირების წარმატებული პროექტების მაგალითების შესახებ, რომლის განხილვის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავად დაეგეგმათ, საკუთარ თემებში ეკო-პრობლემების ადვოკატირების გზები.
დაგეგმილი ადვოკატირების საკითხები კი სახელისუფლებო ორგანოებთან და შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ერთობლივი თანამშრომლობით გადაეჭრათ.
ტრენინგზე ასევე განიხილეს იმ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების საკანონმდებლო და კონსტიტუციური გზები, რომელიც ჭიათურაში და ტყიბულში მოუგვარებელია და დღემდე არსებობს.
მოსწავლე–ახალგაზრდებს სავარჯიშო-თამაშის დროს საშუალება ჰქონდათ, თავად მოეწყოთ ჭიათურისა და ტყიბულის გარემოსდაცვითი პრობლემების შემსუბუქების გეგმა-კალენდარი სიმულაციის რეჟიმში.
ადვოკატირების ტრენინგი ჭიათურელი ახალგაზრდებისთვის CENN – ის რეგიონული პროექტის “პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვებითი მრეწველობის განვითარება კავკასიაში” ფარგლებში გაიმართა, რომელიც გერმანული ფონდის ფარგლებში Bread for the World -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.