CENN, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს მიღებას სოციალური და მწვანე მეწარმეობის სასერტიფიკატო, 4 კვირიან ინტენსიურ ონლაინ კურსზე.
სასერტიფიკატო კურსის მიზანია ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე მეწარმეობის სფეროში. უფრო კონკრეტულად, კურსის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ, გაიგონ მეტი მეწარმეობის, სოციალური და მწვანე მეწარმეობის, ცირკულარული ეკონომიკას, კლიმატის ცვლილების და ტყის რესურსების მდგრადი მართვის შესახებ და, ასევე, შეძლებენ დაეუფლონ პროექტის მართვის ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკებს.
რას ისწავლი კურსის ფარგლებში?
მწვანე და სოციალური მეწარმეობის კურსი 5 ძირითადი შინაარსობრივი მოდულისგან შედგება. თითოეული მოდული გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში. მოდულები:
1-2 თებერვალი – მეწარმეობა; მწვანე და სოციალური მეწარმეობა
3-4 თებერვალი – ცირკულარული ეკონომიკა
10-11 თებერვალი – კლიმატის ცვლილება – მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები
17-18 თებერვალი – ტყე, მისი მნიშვნელობა და ტყის რესურსების ეფექტიანი მართვა
21-22 თებერვალი – პროექტის მართვა
23 თებერვალი – ვირტუალური ტური სოციალურ საწარმოებში
24 თებერვალი – ინდივიდუალური მენტორინგ სესიები
მწვანე და სოციალური მეწარმეობის კურსი ჩატარდება ZOOM პლატფორმის საშუალებით. კურსში მონაწილეობა უფასოა, განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 14-25 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 30 იანვრამდე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/hps5L3UAoEUnQKuK9
კურსის დასასრულს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
სასერტიფიკატო კურსი ინიცირებულია CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში.