მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია და პირველი ევროპელი ერთად, ოთხწლიან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს იწყებს.
მსოფლიოში შექმნილმა კრიზისებმა – კოვიდ-19 პანდემიამ და ბოლო დროს რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა უკრაინაში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი როლი კრიზისების მართვასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში და განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით:
- 1. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
- 2. მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
- 3. ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გასაუმჯობესების მიზნით.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადმოწეროთ დოკუმენტი.