CENN-მა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური (ADC) და მსოფლიო რესურსების ისტიტუტის (WRI) ექსპერტული დახმარებით, ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი განაახლა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა. სისტემა უზრუნველყოფს ტყესა და მიწათსარგებლობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას და სიზუსტეს. ასევე, ხელს უწყობს ტყისა და მიწათსარგებლობის სექტორებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას და მონიტორინგს.
სისტემა გათვლილია როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, ასევე ტექნიკურ პერსონალზე და ფართო საზოგადოებაზე. ატლასზე ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალში მიწის გამოყენების ყველა მნიშვნელოვანი კატეგორია ერთ სტანდარტიზირებულ პლატფორმაზეა თამოყრილი და იძლევა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებას.
აღნიშნული სისტემა დაფუძნებულია “Global Forest Watch”-ზე (GFW) და გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებზე (ESRI ArcGIS; NASA/USGS/ESA satellites – Landsat; Sentinel 2; VIIRS; MODIS) და მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მონაცემებს. ატლასის მონაცემები იმართება საერთაშორისო ლიცენზიით.
ვახო ჩიტიშვილი, ორგანიზაცია CENN: „ატლასის პირველი ვერსია 2018-2019 წლებში „მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან“ ერთად დავამუშვეთ. ჩვენი მიზანი ყველა იმ მონაცემის ერთ სივრცეში მოქცევა იყო, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ იქმნება. ეს მონაცემები გაიყო ორად. შეიქმნა პორტალი gis.mepa.gov.ge – სამინისტროს ყველა სივრცითი მონაცემის განსათავსებლად და atlas.mepa.gov.ge, სადაც ამ სივრცითი მონაცემების გარკვეულმანაწილმა მოიყარა თავი.
2019 წელს სისტემაზე მოხდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ინფორმაცია წაიშალა. რეაბილიტაციის პროცესი სრულფასოვნად ვერ განხორციელდა, რის გამოც, CENN-მა, ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანასური მხარდაჭერით, სისტემის გასაახლებლად სპეციალურად გამოყო ფინანსურირესურსები. საინფორმაციო სისტემების განახლებასთან ერთად, გაიწერა სამოქმედო გეგმა, შეიქმნა სახელმღვანელო, მომზადდა ვიდეო-იუსტრუქციები და სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა 15 ტრენინგი სისტემის მართვასთან დაკავშირებით. დასკვნით ეტაპზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „მსოფლიო რესურსების ინსტიტუტს“, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს“ და ორგანიზაცია CENN-ს შორის და ამ მემორანდუმის საფუძველზე პორტალი სამართავად სამინისტროს ოფიციალურად გადაეცა“.
პორტალის მართვა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის კოორდინაციითგანხორციელდება, ტექნიკურ მომსახურებას კიინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი გაუწევს. უშუალოდ მონაცემების შეტანას და განახლებას ტყის მართვისა და ზედამხედველობის უწყებები უზრუნველყოფენ. ბიომრავლაფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი პაპუნა კაპანაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პორტალის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
„ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი, წარმოადგენს მონაცემებზე ხელმისაწვდომობის და მათი გამოყენების ინსტრუმენტს ყველა დაინტერესებული მხარისათვის. სისტემა მოიცავს ტყისა და მიწათსარგებლობის შესახებ სივრცულ, ატრიბუტულ, ასევე დოკუმენტურ მონაცემებს, რომელიც იძლევა ანალიზისა და ანგარიშგების საშუალებას. გამოყენება შეეძლებათ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს ისე, არასამთავრობო და სამეცნიერო ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურდიულ პირებს. კერძოდ, პორტალი მათ გაუმარტივებს წვდომას სექტორთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. რაც მთავარია, ეს სისტემა სახელმწიფო ორგანიზაციებს დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ – ამბობს პაპუნა კაპანაძე
მისი განმარტებით, პორტალის განახლება უწყებების მხრიდან სისტემატიურად განხორციელდება: „სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაზე, რომლის ნაწილიც უნდა გახდეს ასევე ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის პორტალი იქნება კომპლექსური სისტემა, რომელიც გააერთიანებს სატყეო სექტორში წარმოქმნილ ყველა სახის ინფორმაციას (ტყის ინვენტარიზაცია, ხე-ტყის ჭრა, აღდგენა-გაშენება, ტყის მავნებელ-დაავადებები, ტყის ხანძრები და სხვა) და უზრუნველყოფს მის შენახვას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სისტემაში დამუშავებული და მიღებული ინფორმაციის დიდი ნაწილი ვიზუალურად აისახება ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასში“.
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საადგილმამულო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი გიგია ალექსიძე განმარტავს, რომ პორტალის სისტემის მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები და თემატური სამსახურები, რომლებმაც თითოეული სექტორული მონაცემის და მონაცემთა ბაზის განახლება-ორგანიზება უნდაუზრუნველყონ. სისტემები – ინტერფეისი, მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, ვირტუალური მანქანები – რამდენიმე თვეში განახლდა, მაგრამ ახლასამინისტროს მიერ მუდმივ რეჟიმში უნდა გამხორციელდეს: მონაცემის შექმნა, დამუშავება, სტანდარტიზება, მეტამონაცემების წარმოება, თემატური რუკების შექმნა და ბოლოს, მათიგანთავსება სერვერებზე. ეს სამინისტროსთვისჩვეულებრივ სამუშაო პროცესია.
„ატლასი ღიაა და მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და უწყებების თანამშრომლებს (მაგ: ტყესა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა და მონიტორინგი), ასევე აღნიშნული სექტორებით დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. რაც შეეხება გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) პორტალსადა სერვერს, ღია ინფორმაციის გარდა, მასში თავმოყრილია სამინისტროს შიდა, დახურული მონაცემები და აქედან ხდება ღია მონაცემების ატლასზე ვიზუალიზაციაც. სისტემა იძლევა მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას. თანამედროვე სახელმწიფო მართვის სისტემებიდღეს სწორედ სივრცითი მონაცემების განთავსების, ვიზუალიზაციის, გაზიარებისა და ანგარიშგების გამართულ პროცესებზეა აგებული“ – ამბობს გიგია ალექსიძე.