WASH ზოგადი ტერმინია და აერთიანებს წყალმომარაგებას, სანიტარიას და ჰიგიენას. ეს სამი ძირითადი სფერო ურთიერთდაკავშირებულია, შესაბამისად, მოქცეულია ერთ მზარდ დარგში. იმის მიუხედავად, რომ ყოველი მათგანი ცალკე საქმიანობის სფეროა, მისი დამოკიდებულება დანარჩენ ორზე ძალიან დიდია. მაგალითად, ტუალეტების გარეშე წყალი დაბინძურდება, ხოლო სუფთა წყლის გარეშე წარმოუდგენელია ელემენტარული ჰიგიენური პროცედურები.

 

რატომ WASH? იმიტომ რომ 1.1 მილიარდ ადამიანს არ აქვს სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა და 2.4 მილიარდი ადამიანი განიცდის არაადეკვატურ სანიტარულ პირობებს. ხალხთან წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის მიტანა არის პირველი ნაბიჯი ადამიანის ღირსეული ცხოვრებისკენ და უზარმაზარი ნახტომი სიღარიბის ციკლის დასაძლევად. 

 


იმიტომ რომ 200 მილიონი სკოლის ასაკის ბავშვი დაავადებულია პარაზიტებით და ტრემატოდებით (ჭიებით). წყალთან და სანიტარიასთან დაკავშირებული დაავადებები ბავშვებში იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების ჩამორჩენას, რაც ბავშვის სწავლის უნარზე აისახება. ცუდი ან არარსებული სანიტარული პრობლემების გამო, გოგოები სკოლებში ვერ დადიან.

WASH - წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

WASH - წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

WASH - წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

WASH - წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

სიახლეები...

...ყველა

WASH საბჭოების განვითარების კვირეული

18.07.2018

2018 წლის 9-13 ივლისს, CENN–მა ევროკავშირისა და GWC-ის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შექმნილ WaSH საბჭოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ბულაჩაურის მწვანე ცენტრში უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეების შესაძლებლობების განვ

ავრანლოს საჯარო სკოლა ნაგვის გარეშე

04.07.2018

ქვემო ქართლის WASH ტექნიკური შეფასების დოკუმენტზე მუშაობისას განხორციელებული საველე გასვლის ფარგლებში, დადგინდა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში საპირფარეშოების პრობლემასთან ერთად, მწვავედ იდგა არალეგალური ნაგავსაყრელის პრობლემა. იმის გამო, რომ სკოლის ეზოს წლებია ქვის გალავა

პარტნიორები

X

მადლობა !

უკაცრავად, ასეთი ელ-ფოსტა არსებობს უკვე, გთხოვთ მოგვწერეთ

აირჩიეთ :