სამართლის ანთროპოლოგიურ – პერსონალურ ფუნქციებს 21-ე საუკუნეში დაემატა ეკოლოგიური ფუნქცია, რომელიც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ თანამედროვე ეპოქაში სამართალმა უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობებისათვის ეკოლოგიისა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება.
მოცემული გულისხმობს საერთაშორისო პოლიტიკისა და სამართლის, ისევე, როგორც თითოეული სახელმწიფოს ვალდებულებას, მიიღოს იმგვარი რეგულაციები და სამოქმედო გეგმები, რომ დღეს დაწესებული შეზღუდვებით ან/და რეალიზებული უფლებებით არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი მოქალაქეების უფლებების დაცვაც მაღალი სტანდარტით უზრუნველყოს.
გლობალურად სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა ანთროპოგენური ზემოქმედების გამო ადგილი აქვს წყლის რესურსების, მათ შორის, სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების წყაროების ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებას, დანაკარგებსა და წყლის დეფიციტს.
ყოველივე ეს მრავალი თაობისთვის მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის თვალსაზრისით, წარმოშობს რისკფაქტორებს, რაც ასახვას პოვებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნულს ემატება გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პროცესების ნეგატიური ზეგავლენა.
სრული პუბლიკაციისათვის იხილეთ შემდეგი ბმული: