fbpx

ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციონალურ განვითარებას

29258608_1611742335571616_828525704231518208_o

 

 

2020 წლის 1 ივლისს, საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის მიმდინარე ინსტიტუციური მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ADC-ის დაფინანსებული პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის, შედგა შეხვედრა  სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და CENN შორის საქართველოში ტყის მართვის ინსტიტუციური მოდელი და ბიზნეს გეგმის შემუშავებაზე.  დოკუმენტის მიზანია, სატყეო სააგენთვოსთვის შექმნას ხელსაყრელი გარემო იმისათვის რომ მოხდეს ტყეების ეფექტური მრავალფუნქციური მართვა, შეიქმნას ახალი ეკონომიკური მიმართულებები (შპს–ს ჩამოყალიბება)  და შემცირდეს ანთროპოგენული ზეწოლა ტყეებზე. უფრო კონკრეტულად, შეხვედრაზე საუბარი შედგა შემდეგ ასკითხებზე:

 

 

ხე-ტყის დამზადება – სოციალური, მოვლითი, სანიტარული, სპეციალური ჭრებით;

საქმიანი ეზოების მართვა და დამზადებული ხე-ტყის რეალიზება როგორც აუქციონის, ასევე პირდაპირი მიყიდვის წესით;

ნარჩენების ტყიდან გამოტანა და რეალიზაცია;

რეკრეაციული ტყეების განვითარება და ტურისტული სერვისების ამოქმედება.

 

 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეტაპობრივად მოხდება რეგიონების ათვისება. პირველ სამიზნე რეგიონად მცხეთა-მთიანეთი დასახელდა. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავების შემდეგ მას ექსპერტები მინისტრს წარუდგენენ, რის შემდეგაც ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში გაიმართება დოკუმენტის პრეზენტაცია. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ შპს შეძლებს სულ მცირე 650 ადამიანის დასაქმებას.

 

შეხვედრა –  ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება CENN-ის მიერ ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

EN_FOER_OEZA-01

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :