fbpx

ახალგაზრდული სამიტი 2018 წარმატებით დასრულდა

17 დეკემბერს შიდა ქართლის, კახეთის აჭარისა და ქ. თბილისის სკოლის მოსწავლეებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სკოლის მასწავლებლებსა და მეწარმეებს თავიანთ ლოკალურ სივრცეებში არსებულ ნარჩენების მართვის გამოწვევებზე კონკრეტული კვლევები წარუდგინეს.

 

სულ წარმოდგენილი იყო 4 გუნდი, 4 თემატური კვლევით, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ნარჩენების მართვის გამოწვევები და გადაჭრის გზები, ნარჩენების შემცირება და დახარისხება თბილისსა და რეგიონებში, ცირკულარული ეკონომიკა და ახალგაზრდების როლი ნარჩენების მართვაში.

 

მოსწავლეებმა თემები, 15–16 დეკემბერს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, WMTR II პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად დაამუშავეს.

 

სამიტის დროს მოსწავლეებსა და დამსწრე აუდიტორიას ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ ერთმანეთი და გაეცვალათ რეკომენდაციები.

 

WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID–ის მხარდაჭერით.

 

sum1 sum2 sum3 sum4

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :