fbpx

ქედის კულტურული მემკვიდრეობის გზამკვლევი

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუაწელზე. ჩრდილოეთით, 38 კმ სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედას სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით – ქობულეთის ქედი. მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კმ2-ია. მოსახლეობის რაოდენობა 21,244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 9 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

 

გადმოწერეთ ქედის კულტურული მემკვიდრეობის გზამკვლევი

 

გზამკვლევი მომზადდა პროექტის „ქედა ლიდერი“ (ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის) ფარგლებში ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით. ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD ის დახმარებით. ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ვებგვერდზე www.enpard.ge.

 

შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი და, შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ევროკავშირის მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :