fbpx

გარემოსდამცველი მოხალისეები პრიზებით დაჯილდოვდნენ

ქ. გორში, USAID–ის WMTR II პროგრამის ფარგლებში 2 თვიანი პილოტური პროექტი წარმატებით დასრულდა. პილოტურ პროექტს ორგანიზაცია CENN ახორციელებდა ,,მეგობრობის ხიდი ქართლოს“-სთან თანამშრომლობით. მასში 5 მოხალისე ახალგაზრდა იყო ჩართული. მოხალისეები ყოველდღიურად გორის ქუჩების ხალხმრავალ ადგილებში აკვირდებოდნენ მოსახლეობას, დანაგვიანების ფაქტის აღმოჩენისას აფრთხილებდნენ მათ ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების არსებობის შესახებ და ატყობინებდნენ კანონის დარღვევისთვის შესაფერისი ჯარიმის ოდენობას.

 

_MG_4479

 

ამა წლის 27 ნოემბერს მოხალისე ახალგაზრდებს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში, გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი პრიზები. თითოეულმა მათგანმა აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილების შესახებ და უამბო იმ სირთულეებზე, რასაც უმეტესი მათგანი აწყდებოდა ქუჩებში მონიტორინგისას. დაჯილდოებას ესწრებოდნენ სტუდენტები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და პროექტის მონაწილე მხარეები. დამატებით 10–მა ადგილობრივმა სტუდენტმა, ასევე გამოთქვა სურვილი გააგრძელოს პილოტური პროექტი და ჩაებას მოხალისეობრივ საქმიანობაში.

 

1a

 

აქტივობის ფარგლებში მოხალისეებმა 185 გარემოს დანაგვიანების შემთხვევა დააფიქსირეს. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, იგეგმება აღნიშნული ინიციატივის სხვა რეგიონებშიც განხორციელება.

 

1a.jpg 1d

 

 

 

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :