fbpx

ევროკავშირი და CENN იწვევენ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის შესახებ ონლაინ კურსში მონაწილეობის მისაღებად

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახლად ინიცირებული, მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდული პლატფორმის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო კურსზე – გარემოსდაცვითი და ახალგაზრდებზე ორიენტირებული რეგიონული კამპანიების დაგეგმვა და მართვა.

ონლაინ კურსის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ცოდნის გაღრმავება გარემოსდაცვითი კომუნიკაციისა და ახალგაზრდების მობილიზაციის სპეციფიკაში, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდული აქტივიზმის რეგიონულ დონეზე განვითარებას. ონლაინ შეხვედრების ციკლი ღია იქნება ქართველი (გორიდან, ახმეტიდან, ნინოწმინდიდან) და სომეხი (ლორიდან, ტავუშიდან, შირაქიდან) ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდულ პლატფორმას და გახდნენ ახალგაზრდული შესაძლებლობების აქტიური მონაწილეები სომხეთსა და საქართველოში.

პლატფორმის პირველი ინიციატივის – ონლაინ შეხვედრების ციკლის ფარგლებში, სტუდენტებს შეეძლებათ გაეცნონ გავლენაზე ორიენტირებული კამპანიის მნიშვნელობას, ახალგაზრდების ჩართულობისა და მობილიზაციის ტექნიკის, სხვადასხვა საკომუნიკაციო შინაარსის შემუშავებასა და მართვას, ადვოკატირებას და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობას.

შეხვედრის ციკლი გაიმართება 1-10 მარტს, ZOOM პლატფორმის მეშვეობით. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის, ახმეტისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოხატონ მზადყოფნა, გახდნენ ახალგაზრდული პლატფორმის წევრები 2022 წლის 28 თებერვლამდე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/cz4iW111z7BrALQw8

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://fb.me/e/22vKjGc8z

აქტივობა ინიცირებულია მწვანე მეწარმეობის ტრანსსასაზღვრო ახალგაზრდულ პლატფორმის იერ, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს შორის ინოვაციური და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ქსელის შექმნით. პლატფორმა შეიქმნა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :