fbpx

ევროკავშირი და CENN დაინტერესებულ ჟურნალისტებს გორში სოციალური და მწვანე მეწარმეების გასაცნობად იწვევენ

CENN, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED)” ფარგლებში, დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის აცხადებს კონკურსს მედია ტურში მონაწილეობის მისაღებად.

ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ და დაფინანსებულ სოციალურ და მწვანე მეწარმეებს და ეწვევიან გორის ინოვაციურ ცოდნის ჰაბს.

ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მონაწილეებმა სტატიების, ფოტო რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგების ან ვლოგების სახით უნდა შექმნან ჟურნალისტური მასალა და გამოქვეყნონ მედია პლატფორმაზე. გამარჯვებული ჟურნალისტები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

I ადგილი: 600 ₾ ზუმერის ვაუჩერი

II ადგილი: 400 ₾ ზუმერის ვაუჩერი

III ადგილი: 200 ₾ ზუმერის ვაუჩერი

დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი 10 აპრილის ჩათვლით ბმულზე: https://forms.gle/H2MDHeuQ5ye2qYwA6

დამატებით ინფორმაციისთვის, იხილეთ მედია პაკეტი ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1Zgf5JBzurJoRdAXSXjXVrlax9geg-xfH/view?usp=sharing

მედია ტური ტარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონული პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN

ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petriashvili@cenn.org

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :