USAID/WMTR II პროგრამა, რომელსაც ახორციელებს CENN, აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლაში გარემოს გულისთვის.
ვის შეუძლია მონაწილეობა: აჭარის, შიდა ქართლის, კახეთისა და ქალაქ თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც აინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები და სურთ თავისი წვლილი შეიტანონ პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
შერჩეული სტუდენტები 2 დღის განმავლობაში გაივლიან ტრენინგს ნარჩენების მართვის თემებზე, შეისწავლიან პრეზენტაციის გაკეთების და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ–ჩვევებს. ხოლო თებერვლის თვიდან, USAID/WMTR II პროგრამასთან თანამშრომლობით, ჩაატარებენ სემინარებს აჭარის, შიდა ქართლის, კახეთისა და თბილისის 6–12 კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
ზამთრის სკოლა ჩატარდება 2 ნაკადად დეკემბერში და იანვარში:
პირველი ნაკადი: 11–13 დეკემბერი
მეორე ნაკადი: 19–22 იანვარი.
მსურველებს, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 3 დეკემბრამდე, შერჩეულ აპლიკანტებს პროგრამა დაუკავშირდება 5 დეკემბერს.
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZ7v2bJzS8FyUi0NoXeAvJa97W339U3eJBn7G7rqxA5DcZBQ/viewform