fbpx

კონფერენცია თემაზე: კლიმატის ცვლილება და აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივები

new

მიმდინარე წლის 2 მარტს, CENN გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს პარლამენტთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და აჭარის ა/რ მთავრობასთან ერთად ქალაქ ბათუმში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: კლიმატის ცვლილება და აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივები.

 

 

კონფერენციაზე განხილულ იქნა კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე ზღვის საშუალო მრავალწლიური დონის პერმანენტული აწევის პირობებში აჭარის საზღვრებში ზღვის ნაპირის გაძლიერებული წარეცხვის და სანაპირო ხაზის უკან დახევის, სანაპირო ზონაში განლაგებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყვლადობის შეფასებისა და მომავალ ათწლეულებში ზღვის ნაპირის მორფოდინამიკური განვითარების პროგნოზი.

 

 

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები აჭარის სანაპიროს კლიმატის მოსალოდნელი ცვლილებებისა და სანაპიროს რეკრეაციული რესურსების მდგრადობის შესახებ 21-ე საუკუნეში ზღვის დონის მოსალოდნელი ამაღლების პირობებში.

 

 

კონფერენციის ჩატარების მიზანი იყო დაინტერესებული მხარეების გაცნობა გლობალური დათბობისა და რესურსების არამდგრადი მოხმარების გავლენით ზღვის სანაპირო ზონასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და მათი გადაჭრისა და/ან შერბილების გზებთან.

 

 

კონფერენცია გაიმართა 2017 წლის 2 მარტს, სასტუმრო შერატონში, ქალაქ ბათუმში.

 

 

კონფერენცია ჩატარდა CENN-ის შემდეგი პროექტის ფარგლებში: „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში“ გერმანული ფონდის Bread for the World-ის ფინანსური მხარდაჭერით და ასევე, ENPARD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“. პროექტს ახორციელებს GIPA, CENN-თან და PMC Research-თან პარტნიორობით.

 

3 4

 

 

 

 

 

 

21

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :