fbpx

მასწავლებლები და ლიდერობის ექსპერტები სასკოლო გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით გადამზადდნენ

CENN აგრძელებს გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერის მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ორგანიზაციამ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვით განათლების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი გამართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი არაფორმალური განათლების პრაქტიკული მეთოდებისა და მოდელების განხილვა იყო. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ზოგადი განათლების რეფორმის მხარდაჭერისთვის და მასში გარემოსდაცვითი ინიციატივების ინტეგრირებისთვის კონკრეტული ინიციატივების შემუშავების ხელშეწყობის გზები. 

შეხვედრას მოდერაციას უწევდა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქა“-ს დამფუძნებელი და საერთაშორისო ექსპერტების კოორდინატორი საქართველოში, პავლე თვალიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერობის ექსპერტები, რომლებიც ზოგადი განათლების რეფორმის მესამე ამოცანის შესაბამისად, ოცდაოთხ რეგიონულ ცენტრში, ხელს უწყობენ სასკოლო კულტურის გაუმჯობესებასა და გაძლიერებას.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

პროექტი  „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის ხელშემწყობი გარემოს შექმნას და ეკოლოგიური რისკების შემცირებას ტყის მართვის გაუმჯობესების, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების, ბუნებრივი კატასტროფების შემცირების, განათლების, ცნობიერების ამაღლების, ქალთა  დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისა და ამ საკითხებზე ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობის გზით.

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :