fbpx

მინდვრის დღე მარნეულის მუნიციპალიტეტში

27 ივლისს, CENN-მა, HEKS-EPER-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, მინდვრის დღეს უმასპინძლა.

მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“-ს 40-მდე წარმომადგენელმა თანამედროვე სტანდარტებით  მოწყობილი საჩითილე მოინახულა. ასევე, მინდვრის დღის მონაწილეები ჩითილების თანამედროვე სტანდარტებით წარმოების სპეციფიკასა და ღია გრუნტზე კლიმატის მიმართ მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს გაეცნენ.

მინდვრის დღე პროექტის ფარგლებში შექმნილი ორი სადემონსტრაციო ნაკვეთის – კოოპერატივის „მწვანე მარადისის“ სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობისა და ღია გრუნტის ბაზაზე ჩატარდა. ღია გრუნტის სადემონსტრაციო ნაკვეთი ეწყობა ერთობლივად CENN-ისა და კომპანია „კარტლის აგროსისტემები“-ს მიერ.

მინდვრის დღე განხორციელდა პროექტიკლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.

X

бѓ�бѓђбѓ�бѓљбѓќбѓ�бѓђ !

бѓЈбѓ�бѓђбѓЄбѓ�бѓђбѓ�бѓђбѓ�, бѓђбѓЎбѓ�бѓ�бѓ� бѓ�бѓљ-бѓ�бѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓ�бѓЎбѓ�бѓ�бѓќбѓ�бѓЎ бѓЈбѓ�бѓ�бѓ�, бѓ�бѓ�бѓ�бѓќбѓ�бѓ� бѓ�бѓќбѓ�бѓ�бѓ�бѓ�бѓ�бѓ�бѓ�

бѓђбѓ�бѓ�бѓ�бѓ�бѓ�бѓ� :