fbpx

მსოფლიო წყლის დღე მარნეულის #6 საჯარო სკოლაში

2018 წლის 27 მარტს, CENN – მა, „მსოფლიო წყლის დღესთან“ დაკავშირებით ჩაატარა ღონისძიება მარნეულის #6 საჯარო სკოლაში. CENN – ის გუნდმა სკოლის ადმინისტრაციას გადასცა WaSH პოსტერები და ჩაატარა საგანმანთლებლო სემინარი წყლისა და ჰიგიენის მნიშვნელობაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სემინარის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ თამაში, რომელიც წყლის კონსერვაციასა და მის ეფექტურ გამოყენებას ეხებოდა.

 
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება CENN–ის მიერ, New World Program – ის ქვეშ მიმდინარე პროექტის: “საქართველოს WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სათემო ინიციატივა (GC-WASH)” ფარგლებში, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (დმანისი, წალკა, მარნეული და თეთრიწყარო) არსებული მრავალეთნიკური სოფლების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წყალმომარაგებისა და სანიტარიის დარღვეული ნორმების გამოვლენა, არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ლობირება–ადვოკატირება, აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ვახტანგ ქოჩორაძე
პროექტის კოორდინატორი
CENN
ტელ: +99532 275 19 03/04
ფაქსი: +99532 275 19 05
vakho.kochoradze@cenn.org
#washgeorgia

 

29749016_10160073658815462_1755751210_o 29831125_10160073656995462_415335617_o 29883947_10160073658285462_806984065_o 29942268_10160073658725462_667549863_o

X

бѓбѓђбѓбѓљбѓќбѓбѓђ !

бѓЈбѓбѓђбѓЄбѓбѓђбѓбѓђбѓ, бѓђбѓЎбѓбѓбѓ бѓбѓљ-бѓбѓќбѓЎбѓўбѓђ бѓђбѓбѓЎбѓбѓбѓќбѓбѓЎ бѓЈбѓбѓбѓ, бѓбѓбѓбѓќбѓбѓ бѓбѓќбѓбѓбѓбѓбѓбѓбѓ

бѓђбѓбѓбѓбѓбѓбѓ :