ორგანიზაცია CENN-მა აბაშის სოფელ პირველი მაისის სკოლას 17 ღუმელი გადასცა
გასულ კვირას დიდი სიხარული იყო აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში. სკოლას ორგანიზაცია CENN-მა 17 ცალი ენერგოეფექტური შეშის ღუმელი გადასცა. ეს ღუმელები ჩვეულებრივი შეშის გარდა, ენერგეტიკულ ბრიკეტებსაც მოიხმარენ. ამით აღნიშნულ სკოლაში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება გათბობის პრობლემა.
მიუხედავად იმისა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტი და მათ შორის სოფელი პირველი მაისი გაზიფიცირებულია, პირველი მაისის საჯარო სკოლა ყოველთვის შეშით თბებოდა. სკოლაში იყო ძალიან ძველი ღუმელები, რომლებმაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოწურეს, თუმცა მათი შეცვლა მთელი რიგი მიზეზების გამო აქამდე ვერ ხერხდებოდა. ძველი ღუმელები გარდა იმისა, რომ მოსახმარად ცუდია და შეიძლება ვერ უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გათბობას, ეკოლოგიურადაც არასაიმედოა. პირველყოვლისა მოიხმარს ბევრ შეშას, გამოყოფს არცთუ დიდ სითბოს და რაც მთავარია არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სკოლისთვის გადაცემული ახალი ღუმელები კი სრულად აკმაყოფილებს ყველა ზემოთდასახელებულ მოთხოვნას და აუცილებლობას.
პირველი მაისის სკოლის დირექტორი, რიტა გოგიშვილი ამბობს, რომ სიტყვებით სრულად ვერ გადმოსცემს იმ მადლიერებას, რასაც ის და მისი სკოლის მოსწავლეები განიცდიან. მისი თქმით, სკოლას ახლა სასიცოცხლოდ სჭირდებოდა ხარისხოვანი გათბობა.
რიტა გოგიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის სკოლის დირექტორი: „23 წელია ამ სკოლაში ვარ დირექტორი და აქამდე მსგავსი სასიხარულო რამ არ მომხდარა. სამწუხაროდ, აქამდე არავინ დაგვხმარებია და არავის მიუტანია ჩვენი გასაჭირი გულთან ისე, როგორც CENN-მა და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ყოველი ზამთრის დადგომა ჩვენთან ძალიან ართულებდა სასწავლო პროცესს, რადგან ძველი ღუმელები ვერ უზრუნველყოფდნენსკოლის სათანადოდ და ხარისხიანად გათბობას. ეს იყო ჩვენი დიდი თავსატეხი. ახლა კი აღნიშნული პრობლემა მოხსნილია. ყველაფერი კი ალბათ იქიდან დაიწყო, რომ ჩვენი სკოლის ეკოკლუბი ნიკოკეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩაერთო. კონკურში ჩართული ეკოკლუბის წევრიბავშვების აქტიურობამ სიკეთე მოგვიტანა ჩვენც და ჩვენს სოფელსაც“.
პირველი მაისის სკოლის ეკოკლუბი წლების მანძილზე აქტიურია CENN-ის მიერ ორგანიზებულ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში. ამ სკოლის მოსწავლეები წლების მანძილზე ახორციელებდნენ მრავალ გარემოსდაცვითაქტივობას და ერთხელ კონკურსის ფინალშიც კი გავიდნენ. ეკოკლუბის ხელმძღვანელი, ამავე სკოლის პედაგოგი, მურთაზ მიქენაძე ბოლოდროინდელ წარმატებულ პარტნიორობას სწორედ ნიკო კეცხოველის კონკურსში აქტიურობას უკავშირებს და ამბობს, რომ ახალი ღუმელები მათი ბავშვებისთვის დიდი საჩუქარი და მოტივაციის მიმცემია.
მურთაზ მიქენაძე, სკოლის ეკოკლუბისხელმძღვანელი: “ჩვენი კლუბი რაც დაარსდა, იმ დღიდან ჩართულები ვართ კეცხოველის პრემიაში და ერთხელ ფინალშიც კი გავედით. აქედან გამომდინარე გვაქვს წარმატებები. სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლა აირჩეს როგორც მცირეკონტიგენტიანი სკოლა და გადმოგვეცა ეს ღუმელები, რასაც მთელი სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები დიდი სიხარულით შევხვდით. აქამდეანალოგიური საჩუქარი ჩვენთვის არავის გაუკეთებია.მუდამ შეშით ვთბებოდით და ადრე არსებული ღუმელები მხოლოდ და მხოლოდ ჩამოწერას ექვემდებარებოდა. ასეთი საჩუქარი ნიკო კეცხოველის პრემიაში კიდევ უფრო გააქტიურებსჩვენს ეკოკლუბს და მოგვცემს დამატებით მოტივაციას, რაც ბავშვების მიერ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას ნიშნავს“.
ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის / Austrian Development Cooperation(ADC) ფინანსური მხარდაჭერით.